უკრაინელმა ჟურნალისტებმა პარიზში ვლადიმერ პუტინის შვილი, ლიზა კრივონოგიხი ჩაწერეს. ინტერვიუს უკრაინული მედია TCN ავრცელებს.
TCN-ის რეპორტიორი ამბობს, რომ “რუსეთის ერთ-ერთი უმდიდრესი ცოლი, სვეტლანა კრივონოგიხი და კრემლის დიქტატორის ვლადიმერ პუტინის შვილი, სახელად ლიზა, პარიზში ცხოვრობს”.
ჟურნალისტმა რუსეთის პრეზიდენტის შვილს შესთავაზა კიევში „საჰაერო თავდაცვის“ სახით ჩასულიყო, რაზეც ლიზა კრივონოგიხმა უპასუხა, რომ ვერაფრით დაეხმარებოდა.
ჟურნალისტი: სამი კვირის წინ, მამათქვენმა ძმა მომიკლა. საერთოდ როგორ ცხოვრობთ ევროპაში? ასეთ საძულველ, დაწყევლილ, გეი ევროპაში… თქვით რამე, თქვენ მხარს უჭერთ მის პოლიტიკას?
პუტინის შვილი: მე რა შუაში ვარ?
ჟურნალისტი: ის მამათქვენია. როგორც მინიმუმ, შეგიძლიათ, დაურეკოთ და უთხრათ: „მამა, შეწყვიტე კიევის დაბომბვა“.
პუტინის შვილი: რა თქმა უნდა.
ჟურნალისტი: შეგიძლიათ, კიევში ჩახვიდეთ და საჰაერო თავდაცვის ძალების როლი შეასრულოთ – ეს ნებისმიერ „პატრიოტზე“ უკეთესია – და შემდეგ პოკროვსკში წახვიდეთ.
პუტინის შვილი: წარმოგიდგენიათ, არა? როგორ წავალ ახლა.
ჟურნალისტი: ძალიან კარგად წარმომიდგენია, ბილეთსაც კი გიყიდით საკუთარი ფულით.
პუტინის შვილი: სამწუხაროდ, ვერაფრით დაგეხმარებით. ძალიან ვწუხვარ.
