Thursday, December 4, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის რეზოლუცია ივანიშვილის სანქცირებისკენ მოუწოდებს

December 3, 2025
ბიძინა ივანიშვილი სამძიმრის წერილს ავრცელებს

საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის ევროპის საქმეთა კომისიამ საქართველოზე რეზოლუცია მიიღო. დოკუმენტს პირველივე მოსმენის დროს, ერთხმად დაუჭირეს მხარი.

დოკუმენტში საუბარია საქართველოში დემოკრატიულ უკუსვლაზე, მათ შორის პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებებზე და მოწოდებაა ქართული ოცნების მთავრობის მიმართ, გადახედოს რეპრესიულ კანონმდებლობას.

ამასთან, სხვა რიგ პუნქტებთან ერთად, რეზოლუციაში თხოვნაა საფრანგეთის ხელისუფლების მიმართ, განიხილოს, თუ რა გარემოებებში მიენიჭა საფრანგეთის მოქალაქეს, ქართული ოცნების დამფუძნებელ ბიძინა ივანიშვილს საპატიო ლეგიონის ორდენი და ასევე, თხოვნაა, შესაძლებლად მიიჩნიოს მისი ჩამორთმევა – “მისი [ბიძინა ივანიშვილის] ქმედებების გათვალისწინებით, რომლებიც ეწინააღმდეგება რესპუბლიკის ღირებულებებს”.

რეზოლუციაში საუბარია სანქციების მნიშვნელობაზეც, კერძოდ, თხოვნაა საფრანგეთის ხელისუფლებისადმი, ევროკავშირის პარტნიორებთან შეთანხმებით, მხარი დაუჭიროს ევროპარლამენტის 2025 წლის 13 თებერვლის რეზოლუციაში მითითებული პირების მიმართ მიზანმიმართული, ინდივიდუალური სანქციების დაწესებას – მათ შორის ბიძინა ივანიშვილისა და მისი გარემოცვისთვის – “ევროპარლამენტის მოწოდების შესაბამისად და აშშ-ის მიერ უკვე დაწესებული სანქციების კვალდაკვალ”.

ამასთან, რეზოლუციაში მოწოდებაა საფრანგეთის ხელისუფლების მიმართ, მოითხოვოს ყველა პოლიტიკური პატიმრის დაუყოვნებლივ გათავისუფლება – “განსაკუთრებით ოპოზიციის ლიდერებისა და მშვიდობიანი ახალაზრდების, რომლებიც ისჯებიან დემოკრატიული ჩართულობისთვის”.

დოკუმენტი მოუწოდებს ევროკავშირის ინსტიტუტებს და წევრ სახელმწიფოებს, კიდევ უფრო გააძლიერონ ყურადღება საქართველოში ფუნდამენტური უფლებების დაცვისადმი და განიხილონ შესაბამისი რეაგირების ზომები, მათ შორის მიზნობრივი შეზღუდული ინსტრუმენტების გამოყენება, თუ ეს დარღვევები გაგრძელდება.

რეზოლუციაში მიმართვაა საფრანგეთის მთავრობისადმი, აქტიურად დაუჭიროს მხარი საქართველოში დემოკრატიულ აქტორებს, მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციებს, დამოუკიდებელ მედიასა და აკადემიურ ინსტიტუტებს.

ასევე, რეზოლუცია მოუწოდებს საფრანგეთის ხელისუფლებას, რომ საჯაროდ დაგმოს საქართველოში გარე ჩარევები, რუსეთის რეჟიმის გავლენები საქართველოს პოლიტიკურ ინსტიტუტებსა და ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილზე.

რეზოლუცია სოლიდარობას უცხადებს ქართველ ხალხს, რომლებიც – “მობილიზებული არიან თავიანთი დემოკრატიული და ევროპული მომავლისთვის” და ადასტურებს თავის ერთგულებას – დემოკრატიის, სამართლის უზენაესობის, მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის, გამოხატვისა და პრესის თავისუფლების პრინციპებისადმი.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • მოსალოდნელია თოვლი – გაფრთხილება მოსახლეობას
  • უკრაინელმა ჟურნალისტებმა პარიზში ვლადიმერ პუტინის შვილს მიაგნეს
  • გარდაიცვალა ერთ-ერთ ყველაზე გავლენიანი „კანონიერი ქურდი“

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge