ზუგდიდის ერთ-ერთ სკოლაში მოსწავლეებმა, ამავე სკოლის კიდევ ერთ მოსწავლეს ტანსაცმლის გახდა აიძულეს და გაუპატიურებით ემუქრებოდნენ. ინფორმაციას “პირველები” ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
არსებული ინფორმაციით, შემთხვევა სკოლის დამხმარე ნაგებობაში, სასწავლო პროცესის მიმდინარეობის დროს მოხდა.
ანონიმური წყაროს ცნობით, მე-10 კლასელი ბიჭები მე-9 კლასელ ბიჭს წარსულშიც აბულინგებდნენ.
მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე და 150-ე მუხლებით დაიწყო, რაც ძალადობას და იძულებას გულისხმობს.
