“ეს იყო მცდელობა, რომ ლეგიტიმური ხელისუფლების, ქართული სახელმწიფოს და საზოგადოების წინააღმდეგ აეგორებინათ ახალი ტალღა, ახალგაზრდები და ძველგაზრდები შეეყვანათ შეცდომაში, თითქოს ქიმიური იარაღი გამოიყენებოდა [საპროტესტო აქციების დაშლისთვის]. ეტყობა, „ნაცებში“ ავერიეთ”, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ BBC – ის ჟურნალისტური გამოძიების შესახებ, რომელშიც საუბარია საქართველოში მომიტინგეების წინააღმდეგ გამოყენებული მომწამლავი ნივთიერების შესახებ.
„ეს იყო მცდელობა, რომ ლეგიტიმური ხელისუფლების, ქართული სახელმწიფოს და საზოგადოების წინააღმდეგ, აეგორებინათ ახალი ტალღა, ახალგაზრდები და ძველგაზრდები შეეყვანათ შეცდომაში, თითქოს ქიმიური იარაღი გამოიყენებოდა [საპროტესტო აქციების დაშლისთვის]. ეტყობა, „ნაცებში“ ავერიეთ. ახლა მცდელობა აქვთ, რომ ეს თემა თავიდან ბოლომდე ადგილობრივი აგენტურის დახმარებით ააგორონ. როგორც ახლა იხევენ უკან ცრუ მოწმეები და ამბობენ, რომ ჩვენ ასეთი რამ არც გვითქვამს და არც დაგვიწერიაო, გამოძიება დაწყებულია – არავის შერჩება ჩვენი ქვეყნის გაშავება და სახელმწიფოს წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯები. ასე რომ, გამოძიება დაწყებულია და ბოლომდე მივა. მივა რეზულტატამდე და ის, ვინც მტრობს ჩვენს ქვეყანას, სახელმწიფოს, ხალხს და სახელმწიფო ინტერესებს, პასუხის გარეშე არ დარჩევა“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.
ამავე თემაზე საუბრისას ზარქუამ განაცხადა, რომ საგამოძიებო უწყება გააკეთებს იმას, რაც გამოძიებისთვის მნიშვნელოვანია.
„რაც საგამოძიებო ნაწილისთვის მნიშვნელოვანია, ამას გააკეთებენ. რაც შეეხება დასკვნას, რომელსაც ყველა ემიჯნება და ამბობს, ეს ჩემი ნათქვამი არ არისო, თქვენ არ გიჩნდებათ კითხვა, რაზე დაყრდნობით გააკეთეს ეს სიუჟეტი? რაზე დაყრდნობით ამბობენ? დასკვნა დევს?“ – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.
ზარქუას მტკიცებით, თუ რაიმე ჭავლი იყო გამოყენებული საპროტესტო აქციებზე, შეესაბამებოდა იმ სტანდარტებს, რაც დღესაც არის არაევროკავშირის ქვეყნებში.
„თუ რამე ჭავლი იყო გამოყენებული, შეესაბამებოდა იმ სტანდარტებს, რაც დღესაც არის – რომ ნახოთ, ევროკავშირის ან არაევროკავშირის ქვეყნები, ყველგან გამოყენებულია წყლის ჭავლი. ამის იქით არ წასულა და დანარჩენი თუ ვინმეს განსხვავებული ნება აქვს, დაამტკიცონ“, – განაცხადა ზარქუამ.
