აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის ავტოკალმით ხელმოწერილი ყველა დოკუმენტი და აღმასრულებელი ბრძანება გაუქმებულია. მაის შესახებ, აშშ-ის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში წერს, ყოფილი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის დროს გაცემული ყველა შეწყალების აქტი ძალადაკარგულია. „ჯოზეფ ბაიდენ უმცროსის ადმინისტრაციის ფარგლებში უკვე ცნობილი და არაავტორიზებული ავტოკალმით ხელმოწერილი ნებისმიერი დოკუმენტი, პროკლამაცია, აღმასრულებელი ბრძანება, მემორანდუმი ან კონტრაქტი ბათილად არის ცნობილი და ძალას კარგავს. ნებისმიერ ადამიანს, ვინც „შეწყალების“, „სასჯელის შემსუბუქების“ ან სხვა ნებისმიერი სახის იურიდიული დოკუმენტი მიიღო, გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ აღნიშნული დოკუმენტი სრულად გაუქმებულია და მას იურიდიული ძალა აქვს დაკარგული. გმადლობთ ამ საკითხისადმი თქვენი ყურადღებისთვის“, – წერს დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში. როგორც მედია წერს, ჯო ბაიდენმა თანამდებობის დატოვებამდე ცოტა ხნით ადრე რამდენიმე შეწყალების აქტი გამოსცა, მათ შორის, ჯო ბაიდენმა საკუთარი ვაჟი, ჰანტერ ბაიდენიც შეიწყალა. ცნობისთვის, დონალდ ტრამპი მიიჩნევს, რომ ბაიდენის ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა და პრეზიდენტის მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს მისი თანაშემწეები იღებდნენ და ხელს ავტოკალმით აწერდნენ.
