კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია რუსთავის ქალთა ციხიდან წერილს აქვეყნებს. ხოშტარია სოციალურ ქსელში წერს, “ქიმიური მოწამლვის ამბავი გვახსენებს, რა ბოროტებასთან გვაქვს საქმე”.
“ქიმიური მოწამლვის ამბავი გვახსენებს, რა ბოროტებასთან გვაქვს საქმე. ზოგჯერ ამისთვის თვალის გასწორება საკმაოდ რთულია, თუმცა ეს რეალობაა.
ეს დანაშაული სცდება ქვეყნის ფარგლებს და საერთაშორისო მასშტაბს აღწევს. შესაბამისად, რეაქციაც იქნება, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ. ამისთვის ჩვენ კოორდინირებულად ვმუშაობთ.
ყველა ბოოროტმოქმედი რეჟიმი საბოლოოდ თავის ნაღმზე ფეთქდება. ასე დაემართება “რუსულ ოცნებასაც”.
ბოლომდე!
რუსთავის ქალთა ციხე
02/12/2025” – წერს ელენე ხოშტარია.
