შსს მინისტრი გელა გელაძე ირწმუნება, რომ საქართველოში ე.წ. კამიტის შეძენა არასდროს მომხდარა. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან ისაუბრა, სადაც მას კითხვა BBC-ის სკანდალურ გამოძიებაზე დაუსვეს.
შსს მინისტრის მტკიცებით, 2009 წელს ნამდვილად იქნა შეძენილი სხვადასხვა ნივთიერება, თუმცა ეს არ ყოფილა კამიტი.
“გავრცელებული ბრალდება, რომელიც შეეხება შსს-ს მხრიდან აქციის მონაწილეების წინააღმდეგ აკრძალული ნივთიერების, ე.წ. კამიტის გამოყენებას, არის სრული აბსურდი, სიცრუეა, არანაირი სიმართლე ამას არ შეესაბამება. მე პირადად გავეცანი ყველა დოკუმენტაციას, ყველა შესყიდვას, რომელიც კი განხორციელებულა ამ მიმართულებით და სრული პასუხისმგებლობით და დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ არასდროს საქართველოში შსს-ს არ შეუსყიდია ე.წ. კამიტი.
სუსმა დაიწყო გამოძიება, მოგეხსენებათ. რა თქმა უნდა, დაინიშნება ყველა შესაბამისი ექსპერტიზა, გამოიკითხება ყველა ადამიანია და გაეცემა ყველა კითხვას პასუხი.
ბატონი ვახტანგი რასაც ამბობდა, 2009 წელს არის შეძენილი სხვადასხვა ნივთიერებები, უბრალოდ, გაგიცრუვდათ იმედები და ეს არ არის კამიტი. რამდენიმე ადამიანმა იჭროვა და ამაზე აიგო პროცესები, – ამბობს გელაძე.
შეგახენებთ, BBC-ის გამოძიების მიხედვით, საქართველოს ხელისუფლებამ გასულ წელს აქციების დასაშლელად წყლის ჭავლებში პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური ნივთიერება – „კამიტე“ გამოიყენეს. დემონსტრანტები ჰყვებოდნენ, რომ ჭავლი „კანს წვავდა“, ხოლო ხველა, გულისრევა და სუნთქვის გაძნელება კვირეობით არ გადიოდა.
