შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა – შენახვის, რეალიზაციის ხელშეწყობისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით დაკავებული არიან: 1983 წელს დაბადებული ა.რ., 1984 წელს დაბადებული გ.რ., 1977 წელს დაბადებული კ.დ., 1998 წელს დაბადებული რ.კ., 1993 წელს დაბადებული გ.მ., 1971 წელს დაბადებული ლ.რ. და 1962 წელს დაბადებული ს.ტ.
დაკავებულებს შორის არიან როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეები.
“სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი, ავტომობილებისა და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, ასევე, ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს, მათ მიერ მითითებული ადგილებიდან, ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ გამზადებული, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება და ფსიქოტროპული ნივთიერება, მათ შორის: „მეთადონი“, “სუბუტექსი”, „ლსდ“, „ჰაშიში“, “პსილოცინის” შემცველი სოკო, „გამომშრალი მარიხუანა“ და „მცენარე კანაფი“. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლიციის მიერ, ასევე, ამოღებულია ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისთვის საჭირო მასალები.” – წერია უწყების განცხადაებაში.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 260-ე კვარტა, 262-ე და 265-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს.
დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
