Monday, December 1, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

“მანდატურებს სხვადასხვა სახის დაზიანებები აქვთ, მათ შორის ნაკბენებიც” – პროკურორი

December 1, 2025
“მანდატურებს სხვადასხვა სახის დაზიანებები აქვთ, მათ შორის ნაკბენებიც” – პროკურორი

მიზანი ხელისუფლების ერთ-ერთი შტოს, სასამართლოზე თავდასხმა იყო, მისი დესტაბილიზაციისა და განადგურების მიზანი, – ამის შესახებ ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობის ბრალდებით დაკავებული პოლიტიკოსის, „ლელო – ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ალეკო ელისაშვილის საქმის პროკურორმა მარიამ ბერძენიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ბრალის კვალიფიკაციის განსაზღვრისთვის თავად ბრალდებულის ქმედება და მტკიცებულებები იყო განმსაზღვრელი.

„ალეკო ელისაშვილის ბრალდების საფუძველი გახდა თავად ბრალდებულის ქმედება და საქმეში არსებული მტკიცებულებები. დღეს მან დაადასტურა უშუალოდ მის მიერ ქმედების ჩადენის ფაქტი, სასამართლოში შეჭრის მომენტიდან – მანდატურებზე თავდასხმის პროცესი, ასევე შენობაში აალებადი ნივთიერების დასხმის ფაქტი, თუმცა თვლის, რომ ეს დანაშაულებრივი ქმედება არ იყო.

რაც შეეხება ტერორიზმს, მიზანი ხელისუფლების ერთ-ერთი შტოს, სასამართლოზე თავდასხმა იყო, მისი დესტაბილიზაციისა და განადგურების მიზანი.

ბრალდების მხარეს ამ საქმეში მოეპოვება იმ მანდატურთა გამოკითხვის ოქმები, რომლებმაც ბრალდებულს წაასწრეს, მანდატურები დეტალურად ყვებიან ყველაფერს. საპატრულო პოლიციის თანამშრომლებიც დროულად გამოცხადდნენ ადგილზე და მათი მხრიდან მოხდა უშუალო დაკავება“- განაცხადა პროკურორმა.

ამასთან, როგორც პროკურორმა აღნიშნა, გამოკითხული პირების ინფორმაციით, ბრალდებულმა პოლიტიკოსმა „იარაღის ამოღება სცადა“.

„რაც შეეხება ცეცხლსასროლ იარაღს, აღნიშნული იარაღი ალეკო ელისაშვილს ტარების უფლებით ჰქონდა, თუმცა იარაღის ტარების უფლება არავის აძლევს იმის უფლებას, რომ აღნიშნული კანონის დარღვევისთვის გამოიყენოს. ამ შემთხვევაში, ბრალდებულმა განმარტა, რომ რამდენიმე დღის განმავლობაში ტყეში იმყოფებოდა და შეიძლებოდა რაიმე საფრთხე შექმნოდა. ამის შემდეგ სასამართლო შენობაში, უკანა ეზოს მხრიდან გადმოიპრა. მისი განმარტებით, იარაღი კაბურაში ედო და ზემოდან ქურთუკი ეცვა. მისი პოზიცია იყო, რომ მას იარაღის გამოყენება არ უცდია, მაგრამ გამოკითხულები არიან პირები, რომლებმაც ის გაანეიტრალეს და ისინი აცხადებენ, რომ როდესაც მანდატური შევიდა და მას ალექსანდრე ელისაშვილი თავს დაესხა, ამის შემდეგ მანდატურები მის განეიტრალებას ცდილობდნენ და ამ დროს, ელისაშვილმა გულ-მკერდის არისკენ წაიღო ხელი და იარაღის ამოღებას ცდილობდა. ასევე საუბრობენ გარკვეულ მუქარაზეც, როდესაც იარაღის აღებას აპირებდა, მათ ემუქრებოდა, რომ იარაღი თან ჰქონდა და თავი დაენებებინათ, სხვა შემთხვევაში კი… განეიტრალების პროცესში იარაღი გადმოვარდა და მანდატურების ძალისხმევით, იარაღი მოშორებით იქნა განთავსებული.

რაც შეეხება ბრალის გადაკვალიფიცირებას, როდესაც უწყებაში შეტყობინება შევიდა და გამოძიება დაიწყო, იმ ეტაპზე არცერთი საგამოძიებო მოქმედება არ იყო ჩატარებული, მაშინ ცეცხლის გაჩენის მოტივაცია ფიგურირებდა და ამიტომაც გამოძიება ნივთის განადგურებას გულისხმობდა ცეცხლის წაკიდებით, ხოლო მტკიცებულებების შეგროვების შედეგად, პროკურატურა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საქმეში იყო ის დანაშაული, რომელიც ახლა ბრალად აქვს წაყენებული. ვერ გეტყვით, ვინ რას წერდა, თუმცა როდესაც სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყება ხდება პირის მიმართ, ერთადერთი, რასაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, ეს მტკიცებულებებია“ – განაცხადა მარიამ ბერძენიშვილმა.

რაც შეეხება მანდატურთა ჯანმრთელობის მდგომარეობას, პროკურორის ცნობით, მათ, სხვადასხვა დაზიანებები აღენიშნებათ, მათ შორის ნაკბენებიც.

„რაც შეეხება მანდატურის ჯანმრთელობას, მათ სახეზე აღენიშნებათ დაზიანებები, ნაკბენებიც აქვთ სახეზე და ერთ-ერთ მანდატურს ხელი აქვს დაზიანებული. დანიშნულია სამედიცინო ექსპერტიზები. პირველივე დაპირისპირების დროს, დაიწყო მანდატურებისთვის ზიანის მიყენება.

გამოძიება მიმდინარეობს და ყველა კითხვას პასუხი გაეცემა. რაც შეეხება მანდატურების მხრიდან განხორციელებულ ქმედებებს, მათი მხრიდან მოხდა რეაგირება, რომელიც მათ ალექსანდრე ელისაშვილის განიარაღებისთვის სჭირდებოდათ. სხვა დეტალები დაზუსტდება.

რაც შეეხება ვიდეოჩანაწერებს, ეს არის სხვადასხვა ვიდეოკამერებიდან ამოღებული კადრები. ვცდილობდით და ვმუშაობთ, რომ დადგინდეს ზუსტი მარშრუტი. მას სადავოდ არ გაუხდია ის გარემოება, არის თუ არა ნამდვილად ის კამერის ჩანაწერებში. მან დაადასტურა ყველაფერი, მხოლოდ კვალიფიკაციაში არ გვეთანხმება. რაც შეეხება ფერების აღქმას, გარე ხედვის სამეთვალყურეო კამერებს განსხვავებული ფერების აღქმა აქვს“- განაცხადა მარიამ ბერძენიშვილმა.

პროკურორის ინფორმაციით, ალეკო ელისაშვილმა საგამოძიებო უწყებისთვის ჩვენების მიცემაზე უარი თქვა და დუმილის უფლება გამოიყენა.

“თუმცა თუ მას ექნება სურვილი გამოძიებასთან თანამშრომლობის, ჩვენ ღია ვართ, რომ მისი ჩვენება მივიღოთ“- განაცხადა მარიამ ბერძენიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობის ბრალდებით დაკავებულ პოლიტიკოსს, „ლელო – ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერს, ალეკო ელისაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით დღეს პატიმრობა შეეფარდა.

ალეკო ელისაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-323-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიების ინფორმაციით, ნიღბიანი ალეკო ელისაშვილი 29 ნოემბერს, დაახლოებით 04:00 საათზე, ცეცხლსასროლი იარაღით, საბრძოლო მასალით და ტერორისტული აქტის განხორციელებისათვის საჭირო ნივთებით შეიარაღებული თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობასთან მივიდა, ჩაქუჩის გამოყენებით სასამართლოს კანცელარიის შენობის გარე ფასადის მინა ჩაამტვრია და შეაღწია სასამართლოს შიდა სივრცეში.

პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მან ადგილზე განთავსებულ ნივთებზე და დოკუმენტაციაზე დიდი რაოდენობით აალებადი ნივთიერება დაასხა და ცეცხლის წაკიდებით სცადა ხანძრის გაჩენა.

გამოძიების ცნობითვე, პოლიტიკოსი ერთ-ერთ მანდატურს თავს დაესხა და სცემა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “BBC-ის მიერ დანაშაულის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო”-სუს
  • “რეჟიმი ძალაუფლების შესანარჩუნებლად არა მხოლოდ საქართველოს დემოუკიდებლობას თმობს, არამედ საქართველოს მოსახლეობას აკრძალული ქიმიური იარაღით უსწორდება”- ფედერალისტები
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას ხვალ?

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge