Monday, December 1, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

“არ მჯერა შეთქმულების თეორიების” – რა კომენტარს აკეთებს ალეკო ელისაშვილის მეუღლე?

December 1, 2025
“არ მჯერა შეთქმულების თეორიების” – რა კომენტარს აკეთებს ალეკო ელისაშვილის მეუღლე?

ტერორიზმის ბრალდება აბსურდი, სისულელეა. ალექსანდრე ტერორისტი არ არის. ის მთელი ცხოვრება ცდილობს თავის სამშობლოს რაღაც დაუმტკიცოს, სიყვარული აუხსნას- ამის შესახებ ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობის ბრალდებით დაკავებული პოლიტიკოსის, „ლელო – ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერის, ალეკო ელისაშვილის ცოლმა, ირინა კილოსანიძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.

როგორც ის განმარტავს, რაც სასამართლო პროცესზე ალეკო ელისაშვილისგან მოისმინა, მისთვის დამაჯერებელია.

“დღისით ოფისში იყო გასული, მერე მოვიდა. მე აქციაზე მივდიოდი, 8-ის წუთები იყო, რომ გავედი, მითხრა, სათევზაოდ მივდივარო, ასე უთხრა შვილსაც. აქციიდან რომ დავბრუნდი, სახლში არ იყო. დილით უკვე მითხრეს, დააკავესო. რაზეც თავად ისაუბრა, ის ჩემთვის აბსოლუტურად დამაჯერებელია, მე არ მჯერა შეთქმულების თეორიების. ზუსტად ვიცი, წელიწადნახევრის განმავლობაში რაც უგროვდებოდა „ქართული ოცნების“ ქმედებებიდან და ამდენი უკანონობიდან გამომდინარე, ამას ვერ ეგუებოდა, ამას რომ ვერაფერს უპირისპირებდა, ალბათ, რაღაც ასეთი ფორმა მოიფიქრა, რომლითაც სასამართლოსთვის და ყველასთვის უნდოდა ეჩვენებინა, რომ სასამართლო გადაქცეულია რაღაც კონვეირად, რომელიც ყველას უშვებს ციხეში. ვერავის მოსთხოვ, როცა პოლიტიკოსი ხარ, ყველას უყვარდე. მე არც ერთი პოლიტიკოსი არ მიყვარს. თუ ის ქმარი, შვილი, ან მამა არაა, არ უნდა გიყვარდეს და კრიტიკულად უნდა უყურებდე, მაგრამ ძალიან მინდა, საზოგადოებამ სწორად გაიგოს მისი ეს ნაბიჯი. რაც თქვა, ზუსტად ვიცი, რომ ისეა. ის არის, რაც მან განაცხადა, რამ განაპირობა მისი ეს ქმედება, მე ამის მჯერა და მინდა ადამიანებმა სწორად გაიგონ.

ტერორიზმის ბრალდება აბსურდი, სისულელეა. ალექსანდრე ტერორისტი არ არის, ის მთელი ცხოვრება ცდილობს თავის სამშობლოს რაღაც დაუმტკიცოს, სიყვარული აუხსნას, ეს მისი პერიფრაზია. ესეც მისი სიტყვებია, მან ასეთი ფორმით, ზოგისთვის უცნაური, თუ კომიკური ფორმით ეცადა რაღაცის დამტკიცებას“- განაცხადა ირინა კილოსანიძემ.

შეგახსენებთ, რომ ალეკო ელისაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-323-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობას გულისხმობს.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას ხვალ?
  • “ძალიან ჰგავს წინასწარ დადგმულ სპექტაკლს “-მიხეილ სააკაშილი ალეკო ელისაშვილის საქმეზე
  • ქუთაისში 32 წლის ქალი გარდაცვლილი იპოვეს

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge