Monday, December 1, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

“BBC-ის გამოძიება ცხადყოფს რომ ივანიშვილის რეჟიმი მკვლელი რეჟიმია”-გიორგი სიორიძე

December 1, 2025
“BBC-ის გამოძიება ცხადყოფს რომ ივანიშვილის რეჟიმი მკვლელი რეჟიმია”-გიორგი სიორიძე

BBC-ის გამოძიება ცხადყოფს, რომ ივანიშვილის რეჟიმი მკვლელი რეჟიმია, რომელიც საკუთარ ხალხს არ ინდობს – საქართველოში აქციის დაშლის დროს აკრძალული ქიმიური შემადგენლობის ნივთიერება ბოლოს 1989 წლის 9 აპრილს გამოიყენეს- ასე გამოეხმაურა “ლელო – ძლიერი საქართველოს“ წევრი გიორგი სიორიძე BBC-ის სტატიას, რომლის მიხედვით, საქართველოში მომიტინგეების წინააღმდეგ, სავარაუდოდ, პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი გამოიყენეს.

სიორიძის განცხადებით, ეს არის უმძიმესი ფაქტი და დანაშაული ისტორიის წინაშე.

“მსოფლიოში ყველაზე ავტორიტეტული მედიასაშუალების BBC-ის გამოძიება ცხადყოფს, რომ საპროტესტო აქციების დარბევისას გამოყენებულია ისეთი ქიმიური შემადგენლობის ნივთიერება, რომელიც პირველი მსოფლიო ომის დროს გამოიყენებოდა და გასული საუკუნის 30-იანი წლების შემდეგ აკრძალულია. ასეთი რამ საქართველოში ბოლოს 1989 წლის 9 აპრილს მოხდა, როცა აქციის დაშლის დროს აკრძალული ქიმიური შემადგენლობა გამოიყენეს. ეს კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ ივანიშვილის რეჟიმი არის მკვლელი რეჟიმი, რომელიც საკუთარ ხალხს არ ინდობს. ეს არის უმძიმესი ფაქტი და დანაშაული ისტორიის წინაშე“- აცხადებს სიორიძე.

BBC-ის ინფორმაციით, მათ მიერ შეგროვებული მტკიცებულებები მიუთითებს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ გასულ წელს მთავრობის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციების ჩასახშობად პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი გამოიყენა. როგორც BBC-ი წერს “საქართველოს მთავრობის მიერ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერების წინააღმდეგ მებრძოლი დემონსტრანტები სხვადასხვა სიმპტომებს – მათ შორის თვალების წვას, ქოშინს, ხველასა და ღებინებას უჩიოდნენ, რომელიც კვირების განმავლობაში გაგრძელდა“.

BBC-ის ცნობითვე, ესაუბრნენ World Service-ი ქიმიური იარაღის ექსპერტებს, საქართველოს სპეცრაზმის წარმომადგენლებსა და ექიმებს და აღმოაჩინეს, რომ „მტკიცებულებები მიუთითებს იმ აგენტის გამოყენებაზე, რომელსაც საფრანგეთის სამხედროებმა “კამიტი“ უწოდეს“.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “ფეხზე ადგომა ნიშნავს პატივისცემას, პატივისცემას გამომუშავება უნდა” – ალეკო ელისაშვილი მოსამართლეს მიმართავს
  • ” საჯაროდ ნაცემი ჰყავს მამუკა მდინარაძე, რომელიც არის ბოღმიანი და შურისმაძიებელი”-ირაკლი კუპრაძე ალეკო ელისაშვილზე
  • ოსელიანმა ელისაშვილის მოსანახულებლად თანამშრომლები გააგზავნა

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge