თსუ-ს პირველ კორპუსთან შეკრებილი აქციის მონაწილეები მსვლელობით პარლამენტის მიმართულებით გადაადგილდებიან..
რუსთაველის გამზირის მიმართულებით საპროტესტო მსვლელობა მიემართება საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობის მიმდებარე ტერიტორიიდანაც.
ორი მსვლელობა ფილარმონიასთან შეერთდება და ერთად გაემართება რუსთაველის გამზირის მიმართულებით.
ადგილზე იმყოფებიან სხვადასხვა ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის ლიდერები და წევრები. ასევე, აქტივისტები და მოქალაქეები.
დღევანდელ აქციას, რომელიც საბოლოოდ პარლამენტის შენობასთან გადაინაცვლებს შეუერთდებიან პროფესორ-მასწავლებლები, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, მათ შორის ოპოზიციონერი პოლიტიკოსები.
დღევანდელი საპროტესტო აქცია-მსვლელობა უკავშირდება 1 წლის წინ, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომლის თანახმად, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში აღარ დადგება ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი.
შეგახსენებთ, 28 ნოემბერს 1 წელი გავიდა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებიდან, რომ „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებით, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში აღარ დადგება ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი.
აღნიშნულ განცხადებას მოჰყვა პროტესტი, რომელიც 365 დღეა გრძელდება.
მოქალაქეები საკანონმდებლო ორგანოსთან უცვლელი მოთხოვნებით იკრიბებიან – დაინიშნოს ახალი საპარლამენტო არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციების ფარგლებში დაკავებული პირები.
