საავტომობილო გზების დეპარტამენტი განცხადებას ავრცელებს და მძღოლებს აფრთხილეს, რომ გვირაბში ჩასატარებელი სამუშაოების გამო სენაკი–ფოთი (ასაქცევი) – სარფის საავტომობილო გზაზე მოძრაობა შეიზღუდება ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით – 00:00 სთ-იდან 07:00 სთ-მდე, ხოლო შაბათ–კვირას – 02:00 სთ-იდან 07:00 სთ-მდე.
“საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი–ფოთი (ასაქცევი) – სარფის საავტომობილო გზაზე (ბათუმის შემოვლითი გზა) ჩატარდება გვირაბების ელექტრო და მექანიკური სისტემების მონტაჟის სამუშაოები
სამუშაოების ჩატარების მიზნით, გზის კმ 92–კმ 105 მონაკვეთზე (ბათუმის შემოვლითი გზა) 2025 წლის 27 ნოემბრიდან ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება ღამის საათებში: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით – 00:00 სთ-დან 07:00 სთ-მდე, ხოლო შაბათ–კვირას – 02:00 სთ-დან 07:00 სთ-მდე
შეზღუდვის ზემოაღნიშნული რეჟიმი ამოქმედდება 27 ნოემბრის ღამის 00:00 საათიდან და იმოქმედებს ერთი თვის განმავლობაში
