რუსთავი-თბილისის ავტობანზე ავარია მოხდა. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი და სატვირთო შეეჯახა, რა დროსაც, სამი ადამიანი დაშავდა.
დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა რუსთავის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლით მიმდინარეობს.
