ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება – ამის შესახებ ინფორმაციას „ენერგო-პრო ჯორჯია” ავრცელებს.
“ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 28 ნოემბერს 11:00-იდან 14:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში ძეგვი, არმაზი, შიომღვიმის ტერიტორია და მიმდებარე სოფლებში; 13:00-იდან 16:00 საათამდე აბონენტებს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფლებში სტეფანწმინდა, სიონი, არშა, გორისციხე და მიმდებარე სოფლებში; 15:00-იდან 18:00 საათამდე აბონენტებს მცხეთაში აღმაშენებლის, რუსთაველის, კარიბჭის, კოსტავას და მიმდებარე სოფლებში; 16:00-იდან 19:00 საათამდე აბონენტებს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში ფასანაური, ჭართალი, მენესო, დგნალი და მიმდებარე სოფლებში. სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში” – ნათქვამია ინფორმაციაში.
