TV PIRVELI-ს ინფორმაციით, ახალქალაქში ერთ-ერთი სოფლის გამგებელს, ოგანეს გაბრიელიანს 15 წლის მოზარდზე ძალადობაში ადანაშაულებენ ოჯახის ინფორმაციით, ჯგუფურ ანგარიშსწორებაში სოფლის გამგებელი სხვა ხუთ პირთან ერთად მონაწილეობდა.
“5 ადამიანთან ერთად იმყოფებოდა, სამი მათგანი 50 წელს გადაცილებული იყო. მოვიდნენ თავიანთი ფორდის მანქანით, ვინც შეხვდათ გზად ყველას სცემდნენ. ეს ფაქტი ბავშვმა, რომ დაინახა როგორ ურტყამდნენ ხალხს, გაიქცა… გზაში დაიჭირა სოფლის გამგებელმა, მანქანასთან მიაყენა და სცემა მანამ, სანამ ბავშვს არ აღებინა… იხრჩობოდა ბავშვი. მოტეხილობები არ ჰქონია, მაგრამ დალურჯებები ჰქონდა, ნეკნები და თავი სტკიოდა. ექვსივე ოჯახის წევრია და ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა ისინი ხალხს ესხმიან თავს და სცემენ. ეს უკვე მეშვიდე შემთხვევაა” ამბობს მოზარდის ოჯახის წევრი TV პირველთან.
ოგანეს გაბრიელიანმა TV პირველთან მომხდარი უარყო: “არ ვიცი რაზე მესაუბრებით, მე არანაირ თავდასხმაში მონაწილეობა არ მიმიღია, რაზეც მესაუბრებით ჭორია. გიდასტურებთ, რომ პოლიცია ნამდვილად იყო ჩემთან და გამომკითხეს, თუმცა არ ვიცი რა შუაში ვარ ამ დაპირისპირებასთან”თქვა სოფლის გამგებელმა.
