საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საპატიმროდან წერილს ავრცელებს, რომელშიც ერთიანობის მნიშვნელობაზე საუბრობს და მაგალითად მალაიზია მოჰყავს და მაჰატირ მოჰამედისა და ანვარის ისტორიას იხსენებს.
“მე ბურჯანაძეს სამი წელი არ ველაპარაკებოდი
ერთიანობასთან დაკავშირებით მინდა გავიხსენო მალაიზიის მაგალითი. სწორედ იმ დღეებში როცა მალაიზიას ვესტუმრე მათი ეკონომიკური მოდელის შესასწავლად 1998-ში, მაშინდელმა პრემიერ მინისტრმა მაჰატირ მოჰამედმა დააპატიმრა ვიცე პრემიერი ანვარი ბინძური ბრალდებებით.
ანვარმა ციხეში 15 წელზე მეტი გაატარა. ამასობაში მაჰატირი ხელისუფლებაში ჩაანაცვლა რეზაკმა, რომელიც უკიდურესად კორუმპირებული და ავტორიტარული აღმოჩნდა. მორიგი არჩევნების წინ მაჰატირი მივიდა ანვარის ცოლთან და შესთავაზა წარსულის დავიწყება და ალიანსის გაკეთება. ასეც მოხდა და რეზაკმა წააგო არჩევნები.
დღეს 101 წლის მაჰატირი მალაიზიაში მშვიდად ცხოვრობს ხოლო ანვარი პრემიერ-მინისტრია. ხოდა ეგეთმა ხალხმა შეძლო გაერთიანება, ჩვენ რაღა დაგვემართა, თუ მართლა რაღაც წყევლა გვაქვს?
ცნობისთვის მედ ა ბურჯანაძე სამი წელი საერთოდ არ ველაპარაკებოდით ერთმანეთს ვარდების რევოლუციის წინ, იმიტომ რომ მე უკმაყოფილო ვიყავი მისი საქმიანობით, მაგრამ ეგრევე გადავდე გვერდზე ყველანაირი პირადი წყენა, როცა საქმეს ასე დასჭირდა” , – წერს მიხეილ სააკაშვილი.
