იმერეთში, წყალტუბოს მუნიციპალიტეტში მომხდარ ავარიას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
შემთხვევა დღეს დილით, სოფელ თერნალში მოხდა. ერთმანეთს მიკროავტობუსი და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. შეჯახება იმდენად ძლიერი იყო, ერთ-ერთ პირი ადგილზე დაიღუპა. როგორც “მეტრონომს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.
