ბრიუსელის აეროპორტში თანამშრომლების გაფიცვის გამო 26 ნოემბერს რეისები გაუქმდება.
აეროპორტის ადმინისტრაციის ცნობით, დაგეგმილი 203 შემომავალი რეისიდან გაუქმდება 110 რეისი. ასევე გაუქმებულია გამავალი რეისები.
“ავიაკომპანიების გადასაწყვეტია, გადაამისამართებენ თუ არა ისინი გაუქმებულ რეისებს“,- ამბობს აეროპორტის პრესსპიკერი.
ბელგიაში დაგეგმილ საყოველთაო გაფიცვას, რომელიც სკოლებს, სამედიცინო დაწესებულებებსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტს შეეხება, აეროპორტის უსაფრთხოების სამსახურისა და სახმელეთო მომსახურების პერსონალი შეუერთდება.
მოქალაქეები მთავრობის მიერ დაგეგმილ მკაცრი ეკონომიის ზომებს აპროტესტებენ. მთავრობა ბელგიის სახელმწიფო ვალის შემცირების მიზნით შრომითი კანონმდებლობის ცვლილებასა და უმუშევრობის შეღავათების შემცირებას, საპენსიო სისტემის რეფორმას გეგმავს.
