სამოქალაქო აქტვისტს, ია მელითაურს 4- დღიანი პატიმრობა მიესაჯა.
გადაწყვეტილება მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ ცოტა ხნის წინ გამოაცხადა.
მელითაური 23 ნოემბერს, პარლამენტთან იმ დროს დააკავეს, როდესაც სკამზე იჯდა. შსს მასს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 173-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილის დარღვევას ედავებოდა, რაც გულისხმობს საჯარო სივრცეში ლანძღვა-გინებას, პოლიციელის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობასა და პოლიციელის შეურაცხყოფას.
შსს-ს პოზიციით, ია მელითაური აქციაზე „უმისამართოდ ილანძღებოდა, იგინებოდა“ და არაერთი მოწოდების მიუხედავად, არ გაჩერდა.
