Tuesday, November 25, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

“დღისით, მზისით, ყველას თვალწინ, ხდებოდა ავაზაკური რეკეტი ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ” – შალვა პაპუაშვილი

November 25, 2025
“დღისით, მზისით, ყველას თვალწინ, ხდებოდა ავაზაკური რეკეტი ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ” – შალვა პაპუაშვილი

“ფაქტია, რომ დაიმსხვრა მითი ევროპაში კანონის რეგულაციების მორჩილებასთან დაკავშირებით, როდესაც დღისით მზისით, ყველას თვალწინ, ხდებოდა ავაზაკური რეკეტი ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ,” – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს ბიძინა ივანიშვილისა და „კრედიტ სუისის“ დავის შესახებ საუბრისას. პაპუასვილის თქმით, ბიძინა ივანიშვილს ნაკლებად აქვს მოლოდინი, რომ თანხაზე წვდომა ექნება.

„გავიმეორებ ადვოკატების შეფასებას, რომ ეს იყო ავაზაკური რეკეტი და ყაჩაღობა დღისით მზისით, შუაგულ ევროპაში, იმ ევროპული საფინანსო სტრუქტურების გამოყენებით, რომლებიც ასე ამაყობენ ხოლმე მათი რეგულაციებით, გამჭვირვალობით, კანონისადმი განსაკუთრებული მორჩილებით, ეს ყველაფერი ჩამოიშალა იმ წლების განმავლობაში, რაც ჩვენ ამ სასამართლო პროცესს ვაკვირდებით. როგორც აღმოჩნდა, ევროპაში არც იქაური ეროვნული ცენტრალური ბანკების რეგულაციები არ მუშაობს, არც სისხლის სამართლის მართლმსაჯულება არ მუშაობს, არც სხვა რაიმე განსაკუთრებული მექანიზმები არ მუშაობს. თუკი არსებობს პოლიტიკური ინტერესი და ეს არის ნათელი დასტური, რომ იყო პირდაპირი პოლიტიკური მიზანი ბიძინა ივანიშვილზე ზეწოლისა იმისთვის, რომ საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგო გადაწყვეტილებებისკენ ებიძგებინათ და წლების განმავლობაში, ამ ზეწოლის ინსტრუმენტის გამოყენებას ცდილობენ.

ეს არის ფაქტი, რომ დაიმსხვრა მითი ევროპაში კანონის რეგულაციების მორჩილებასთან დაკავშირებით, როდესაც დღისით მზისით, ყველას თვალწინ, ხდებოდა ავაზაკური რეკეტი ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ.

მეორე საკითხი არის ის, რომ თუკი არის პოლიტიკური მიზანი, სანამ არ გააცნობიერებენ, რომ ზეწოლის ამ პოლიტიკურ მიზანს ვერ მიაღწევენ, ყველა შეეცდება სხვადასხვა ბერკეტი გამოიყენოს, მათ შორის სანქციაა ასევე დამზღვევი ბერკეტი. ეს თავის დროზე ბაიდენის ადმინისტრაციამ გამოიყენა, რომელსაც დღევანდელი პრეზიდენტი ავტოკალმის ადმინისტრაციას ეძახის და რომელიც სხვისი ხელით იმართებოდა, თავისი ნებით არ მოქმედებდა. ამ ადმინისტრაციის ხელით დააწესეს სანქციები და შეზღუდვები ბიძინა ივანიშვილისთვის, მათ შორის უშუალო მითითებით, რომ ამ კონკრეტულ თანხას ეხება ეს ყველაფერი. მაშინაც კი თუ დადასტურდება, რომ ეს ავაზაკობა იყო ევროპის კონტინენტზე, რაიმენაირად შეეზღუდათ წვდომა. ამ გარემოებების გათვალისწინებით, იყო კიდევაც განცხადება, რომ ბიძინა ივანიშვილს ნაკლებად აქვს იმის მოლოდინი, მანამ, სანამ არ გადაიაზრებენ საქართველოს მიმართ პოლიტიკურ დამოკიდებულებას, რომ ამ წვდომას უზრუნველყოფენ“,- განაცხადა პაპუაშვილმა.

შეგახსენებთ, გაერთიანებული სამეფოს საიდუმლო საბჭოს სასამართლო კომიტეტმა, იგივე ლონდონში ბაზირებულმა უზენაესმა სასამართლომ, ბიძინა ივანიშვილისა და „კრედიტ სუისის“ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება გამოაქვეყნა. სასამართლომ ივანიშვილის წინააღმდეგ საჩივარი უარყო და მისთვის ზარალის ანაზღაურების ვალდებულება ძალაში დატოვა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “დღეს 27 წლისა გავხდებოდით რომ არა …” – რას წერს მალხაზ მაჩალიკაშვილი?
  • “ბიძინა ივანიშვილის და მისი ოჯახის შანტაჟი პოლიტიკური ნიშნით მიდიოდა და ეს დღესაც გრძელდება” – კახა კალაძე
  • “გამოაშკარავდა რასაც ამდენი წლის განმავლობაში ვამბობთ…” – რას აცხადებს კახა კალაძე?

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge