იტალიაში ქართველ ახალგაზრდა ქალს, სალომე ტეტუნაშვილს მეორე დღეა ეძებენ. ამის შესახებ ემიგრანტების “ფეისბუქ” – ჯგუფში დაკარგულის ახლობლები წერენ.
„დაიკარგა სალო ტეტუნაშვილი, თუ ვინმემ იცით რაიმე გთხოვთ შეგვატყობინეთ. გუშინ გავიდა სახლიდან და აღარ დაბრუნებულა“, – წერენ ფეისბუქ ჯგუფში – „ჩვენ ქართველები იტალიაში“.