Thursday, November 20, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home კრიმინალური ამბები

საქართველოს პროკურატურამ ყალბი დოკუმენტების გამოყენებით, სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი დიდი ოდენობით ფულადი თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, ოთხ პირს ბრალდება წარუდგინა

November 20, 2025
“უკანონოდ შეიძინა და ინახავდა 30 ცალ ტაბლეტს” – საქართველოს პროკურატურა

საქართველოს პროკურატურამ ყალბი დოკუმენტების გამოყენებით, სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი დიდი ოდენობით ფულადი თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, ოთხ პირს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ განცხადებას უწყება ავრცელებს.

“საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წელს, შპს „სამშენებლო კომპანია №1“-ს და სსიპ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის, გაფორმდა ხელშეკრულება სამტრედიის მუნიციპალიტეტში მდებარე უნივერსიტეტის პროფესიული კოლეჯის სრული რეაბილიტაციის სამუშოების შესრულების შესახებ, რომლის ღირებულებაც 6 632 130 ლარს შეადგენდა. სამუშაოების მიმდინარეობის პროცესში, კომპანიის ხელმძღვანელებმა, დიდი ოდენობით თანხის დაუფლების მიზნით, ინსპექტირების განმახორციელებელ პირთა ხელშეწყობით, ყალბი დოკუმენტების დამზადებისა და გამოყენების გზით უსაფუძვლოდ გაზარდეს ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოს მოცულობა, რითაც მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ პროექტისთვის გამოყოფილ 661 163 ლარს. ვინაიდან სამუშაოები სრულდებოდა მხარეთა შორის შეთანხმებული ვადების მნიშვნელოვანი დარღვევით, ხელშეკრულება შეწყდა. შეწყვეტის მომენტისათვის კომპანიას სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული ჰქონდა 3 432 520 ლარი.

აღნიშნულ ფაქტზე, მიმდინარე წლის 19 ნოემბერს, მოსამართლის განჩინების საფუძველზე 4 პირი დააკავეს.
ორ პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებითა (თაღლითობა, ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, რამაც დიდი ოდენობით ზიანი გამოიწვია) და 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება და გამოყენება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) წარედგინა, ხოლო ორ პირს – 25,180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებითა (თაღლითობაში დახმარება, ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, რამაც დიდი ოდენობით ზიანი გამოიწვია) და 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება და გამოყენება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს”, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ივანიშვილის ადვოკატი განცხადებას ავრცელებს
  • შუქი გაითიშება – გადაამოწმეთ მისამართები
  • ქრთამის აღების ბრალდებით თბილსერვის ჯგუფის თანამშრომელი დააკავეს

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge