Thursday, November 20, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

“არალეგიტიმურია, როდესაც რუსულ მეთოდს მიმართავ და ოპონენტი, ან კონკურენტი პოლიტიკოსის ჯობნას, მასზე დეზინფორმაციის, ტყუილების გავრცელებით ცდილობ” – თამარ ჩერგოლეიშვილი

November 20, 2025
“არალეგიტიმურია, როდესაც რუსულ მეთოდს მიმართავ და ოპონენტი, ან კონკურენტი პოლიტიკოსის ჯობნას, მასზე დეზინფორმაციის, ტყუილების გავრცელებით ცდილობ” – თამარ ჩერგოლეიშვილი
“არალეგიტიმურია, როდესაც რუსულ მეთოდს მიმართავ და ოპონენტი, ან კონკურენტი პოლიტიკოსის ჯობნას, მასზე დეზინფორმაციის, ტყუილების გავრცელებით ცდილობ”, – წერს თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში და ბაბუცა პატარაიას წინააღმდეგ ცილისწამების საქმეზე საუბრობს, რომლის დასკვნითი სასამართლო სხდომა დღეს გაიმართა.

“მოქალაქე ბაბუცა პატარაიას წინააღმდეგ ცილისწამების საქმეზე სასამართლო პროცესის დასკვნითი სხდომა იყო დღეს.
დასკვნითი სიტყვები ითქვა მხარეების მიერ.
მოქალაქე ბაბუცას მხარემ მრავალი შეურაცხყოფა მიაყენა იქ მსხდომთა ინტელექტს და მოხარული ვარ, რომ შემდეგ სხდომაზე, ანუ 27 ნოემბერს პატარაიას თავის მართლებაზე რეპლიკის შესაძლებლობა მექნება.
სამართლებრივ ნაწილზე ჩემმა ადვოკატმა, და ამავდროულად ფედერალისტმა, ლიკა გახარიამ ისაუბრა.
ჩემი დასკვნითი სიტყვა/რეპლიკა, ლიკა გახარიას სამართლებრივი დასაბუთების შემდეგ, ეს იყო:
—–
მოგესალმებით,
ცილისწამება, როგორც პოლიტიკური ბრძოლის იარაღი, გამოუსწორებელ ზიანს აყენებს საქართველოს მოქალაქეთა სასიცოცხლო ინტერესებს.
იქ, სადაც ცილისწამება, როგორც პოლიტიკური ბრძოლის იარაღი ნორმაა, პოლიტიკა დისკრედიტირებული და უხარისხოა, რადგან ასპარეზი ეძლევათ ყველაფრის მკადრებელ შარლატანებს, რომლებიც ნაცვლად სიმართლეზე დაფუძნებული კრიტიკული ანალიზისა, მოკლე გზებს ირჩევენ და ცილისწამებით და ტალახის სროლით ცდილობენ კონკურენტების გზიდან ჩამოშორებას.
პოლიტიკური ოპონენტების და კონკურენტების ცილისწამების ნორმალურობა შეუძლებელს ხდის დემოკრატიული პოლიტიკის წარმოებას, რადგან ხალხს აუცხოებს პოლიტიკიდან.
სწორედ ამიტომ იკავებს დეზინფორმაცია და ცილისწამება გამორჩეულ ადგილს რუსეთის ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტებს შორის – რუსული პროპაგანდის ამოცანა არაა, რომ ხალხმა მის მიერ გავრცელებული ტყუილები დაიჯეროს, რუსული პროპაგანდის ამოცანაა, რომ ცილისმწამებლური ნიაღვრებით პროცესი ისე არიოს, მოქალაქეებს მტყუან მართალის გარჩევაც კი მოაბეზროს და დემოკრატიული პოლიტიკური პროცესიდან გათიშოს, იმისათვის რომ ავტორიტარულად მართოს.
არაფერია არალეგიტიმური იმაში, რომ ქალბატონმა ბაბუცა პატარაიამ ჩემთვის ზიანის მოყენება გადაწყვიტა – მას სრული უფლება აქვს, რომ არ უნდოდეს ჩემი წარმატება და ჩემი მოსაზრებების, ან წარსულის, სიმართლეზე დაფუძნებული კრიტიკული ანალიზის გზით სცადოს ჩემი გზიდან ჩამოშორება.
არც იმაშია, არაფერი არალეგიტიმური, რომ ეს ყველაფერი აგრესიული და მწვავე ფორმით გააკეთოს.
არალეგიტიმურია, როდესაც რუსულ მეთოდს მიმართავ და ოპონენტი, ან კონკურენტი პოლიტიკოსის ჯობნას, მასზე დეზინფორმაციის, ტყუილების გავრცელებით ცდილობ.
2023 წლის ნოემბრიდან ვარ პოლიტიკაში და დიდხანს დარჩენას ვაპირებ.
მიმაჩნია, რომ კორუფცია პოლიტიკოსის მომაკვდინებელი და უპატიებელი ცოდვაა.
რაც მაქვს, თან დამაქვს – ესაა ჩემი ცოდნა, ჩემი ხასიათი და რეპუტაცია.
კორუფციასა და გადასახადის გადამხდელის ფულით ბოროტად სარგებლობაში, ანუ სისხლის სამართლის დანაშაულში ბრალდება დიდ ზიანს აყენებს ჩემს პოლიტიკურ მომავალს და ამ დავის მიზანია, ერთი მხრივ პირადი ზიანი ავიცილო თავიდან, მეორე მხრივ, საზოგადოებრივი სიკეთე მოვიტანო იმით, რომ ცილისწამება, როგორც პოლიტიკური ბრძოლის იარაღი მისთვის გახდეს საზიანო, ვინც მას იყენებს და არა მისთვის, ვის წინააღმდეგაც იყენებენ.
ასე გამოსწორდება პოლიტიკის ხარისხი და შესაბამისად, მოქალაქეების ცხოვრების ხარისხი.
გმადლობთ” – წერს ჩერგოლეიშვილი ფეისბუქზე.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ივანიშვილის ადვოკატი განცხადებას ავრცელებს
  • შუქი გაითიშება – გადაამოწმეთ მისამართები
  • ქრთამის აღების ბრალდებით თბილსერვის ჯგუფის თანამშრომელი დააკავეს

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge