პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირებაა.
შსს-ის თანამშრომლები მათე დევძის მხარდამჭერი მარშის მონაწილეებს აკავებენ.
მსვლელობა ამ დროისთვის პოლიკარპე კაკაბაძის ქუჩაზე იმყოფება.
საპატრულო პოლიცია მარშის მონაწილეებს მოუწოდებდა გზის სავალი ნაწილიდან გადასულიყვნენ, რის შემდეგაც დაახლოებით შვიდი პირი დააკავეს.
დღესვე დააკავეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი და მთარგმნელი, ქეთევან ხუსკივაძე და დავით გუნაშვილი.
