პროტესტში მონაწილეობის გამო სასამართლომ რუსკა მჭედლიძეს პატიმრობის განაჩენი გამოუტანა. კოალიცია “ცვლილების” წევრი იზოლატორში 5 დღეს გაატარებს.
ის სასამართლო პროცესს არ ესწრებოდა ამიტომ იზოლატორთან თავად მივიდა.
“არავის არ ეშინია ამ სასჯელების, 5 დღე გავა მალე, გამოვალ და ისევ დავდგები რუსთაველზე და ის წლები, რაც სინდისის პატიმრებს მიუსაჯეს მათთვის იქნება მოგონება იმიტომ, რომ სამართლიან სასამართლოში ისევ თვითონ დაისჯებიან და იმ საკნებში თვითონ მოთავსდებიან, სადაც ახ;ლა რეჟიმის ტყვეები ჰყავთ გამოკეტილი.
გზის გადაკეტვაზე არის პირველი პატიმრობა, მაგრამ ჯამში არის მე-17 ადმინისტრაციული,” – თქვა რუსკა მჭედლიძემ.
დააპატიმრეს ნინა ნაჭყებიაც. გზის გადაკეტვის ბრალდებით აქტივისტი 7 დღით გაუშვეს იზოლატორში.
