ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ დაჯგუფება “ჰამასის“ წევრებს რეგიონის დატოვებისკენ მოუწოდებს. ინფორმაციას “როიტერი“ ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ამის შესახებ მას შემდეგ განაცხადა, რაც გაერო-ს უშიშროების საბჭომ მხარი დაუჭირა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გეგმას ომის დასრულების შესახებ, რომელიც “ჰამასის“ მებრძოლებს ამნისტიას სთავაზობს.
“როიტერის“ ინფორმაციით, გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუციამ მხარი დაუჭირა მრავალეროვნული ძალის შექმნას, რომელიც, ტრამპის გეგმის თანახმად, დროებით განლაგდება ღაზაში ტერიტორიის სტაბილიზაციისთვის.
