შსს ცნობით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში შემოტანის ბრალდებით, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე – 1958 წელს დაბადებული მ.ა. დააკავეს.
“სამართალდამცველებმა, გამშვებ პუნქტ “სარფის” ტერიტორიაზე, ბრალდებულ მ.ა.-ს მართვის ქვეშ არსებული სამგზავრო ავტობუსის საბარგულში, განსაკუთრებით დიდი ოდენობით – 150 გრამამდე ნარკოტიკული საშუალება „კოკაინი“, სპეციალური სკანერის საშუალებით აღმოაჩინეს.’- წერია უწყების განცხადებაში.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 262-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
