ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდში მომხდარ ავარიას ბაიკერის სიცოცხლე ემსხვერპლა.
როგორც ცნობილია, ადგილზე მისულ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადას მოტოციკლის მძღოლი გარდაცვლილი დახვდა.
გავრცელებული ცნობით, მძღოლი უცხო ქვეყნის მოქალაქეა.
შშს-ს ცნობით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით მიმდინარეობს , რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
