Wednesday, November 19, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

“ემიგრანტებისთვის არჩევნებში მონაწილეობა თითქმის შეუძლებელი გახდა” – ეპისკოპოსი “ქართული ოცნების” ინიციატივაზე

November 18, 2025
“ემიგრანტებისთვის არჩევნებში მონაწილეობა თითქმის შეუძლებელი გახდა” – ეპისკოპოსი “ქართული ოცნების” ინიციატივაზე

ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსი ემიგრანტების საარჩევნო ხმასთან დაკავშირებით “ქართული ოცნების” გადაწყვეტილებას აკრიტიკებს.

მეუფე საბა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვრცელ წერილში წერს, რომ დამატებითი საარჩევნო უბნების გახsნის ნაცვლად, ემიგრანტებისთვის კენჭისყრაში მონაწილეობის აკრძალვა მათ ინტერესებს ეწინააღმდეგება.

ჩვენ მივიღეთ რეალობა, რომელმაც შეუძლებელი გახადა ემიგრანტებისთვის არჩვნებში მონაწილეობა” – წერს წმინდა სინოდის წევრი.

“უკანასკნელ დღეებში გამოცხადებულმა გადაწყვეტილებამ, რომლის თანახმადაც საზღვარგარეთ საქართველოს მოქალაქეებისთვის საარჩევნო უბნები აღარ გაიხსნება, მძიმე და მტკივნეული რეალობა შეუქმნა ათასობით ქართველ ემიგრანტს.

მე როგორც მღვდელმთავარი, უკვე მრავალი წელია ვემსახურები ამერიკის შეერთებულ შტატებში, კანადასა და მექსიკაში მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებს. ამ გამოცდილებამ მაჩვენა ემიგრანტების ყოველდღიური ბრძოლა, ოჯახების მიმართ განცდილი მონატრება და ყველაზე მნიშვნელოვანი მათი ერთგული სურვილი, რომ მიუხედავად ფიზიკური დისტანციისა, სამშობლოს მოქალაქეობრივ ცხოვრებაში მონაწილეობაზე არ თქვან უარი და არჩევანის უფლება სრულფასოვნად გამოიყენონ. სწორედ ამიტომ მქონდა მოლოდინი და იმედი, რომ შეიქმნებოდა მეტი შესაძლებლობა, გაიხსნებოდა დამატებითი უბნები და გამარტივდებოდა პროცედურები, რათა საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველებს რეალურად მიცემოდათ ხმის უფლება. ამის ნაცვლად, ჩვენ მივიღეთ ვითარება, რომელმაც ემიგრანტებისთვის არჩევნებში მონაწილეობა თითქმის შეუძლებელი გახდა.

მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოში ჩასვლა, რაც დაკავშირებულია საგრძნობ ხარჯებთან, საბუთების არარსებობასთან, ვიზების მოლოდინთან და სხვა სირთულეებთან, ბევრისთვის მიუღწეველი მოთხოვნა და სურვილია. ეს კი ემიგრანტთა მნიშვნელოვანი ნაწილისთვის წარმოადგენს თავიანთი საკანონმდებლო და მოქალაქეობრივი უფლების ფაქტობრივ შეზღუდვას.

აქვე, დავძენ, რომ ეს სიტყვები პოლიტიკური დაპირისპირებისთვის არ დამიწერია, არამედ ეს არის სულიერი მამის შინაგანი ხმა მათთვის, ვინც ყოველდღე შრომობს აქ ამ უცხო მიწაზე, ვინც სამშობლოს სიყვარულს ატარებს გულში და ვისაც ქვეყნის მომავალში მონაწილეობა გულანთებულს უნდა და სწყურია, ამრიგად, გულდაწყვეტით ვუერთდები ჩემი სულიერი შვილების კანონიერ მოთხოვნას, რომ არ იქნას მიღებული ეს საკანონმდებლო ცვლილება და შენარჩუნდეს ხმის მიცემის დღემდე არსებული წესი.
ლოცვა-კურთხევით და კეთილი სურვილებით,” – წერს

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • PACE – ს თანამომხსენებლები საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებენ, „ოპოზიციის წინააღმდეგ პოლიტიკურად მოტივირებული სამართლებრივი ქმედებები შეწყვიტონ“
  • გაფრთხილება მძღოლებს – გზის ამ მონაკვეთზე მოძრაობა შეიზღუდება
  • ბუტა რობაქიძის დედა მიმართვას ავრცელებს

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge