თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ მანუჩარ ცაცუამ საპროტესტო აქციების აქტიურ მონაწილეს, ანასტასია ჯაფარიძეს 4-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.
ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტრო ჯაფარიძეს 1 ნოემბერს „გზის ხელოვნურად გადაკეტვას“ ედავებოდა.
ეს უკვე მესამე შემთხვევაა, როცა ანასტასია ჯაფარიძე მოსამართლემ სამართალდამრღვევად ცნო და პატიმრობა შეუფარდა.
3 ნოემბერს მოსამართლე ცაცუამ გზის გადაკეტვის საბაბით ჯაფარიძეს 10-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.
24 ოქტომბერს ანასტასია ჯაფარიძე სასამართლომ 4 000 ლარით დააჯარიმა. გადაწყვეტილება ზვიად ცეკვავამ მიიღო. მაშინ მას შსს წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელის შეურაცხყოფას ედავებოდა.
