ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ პირობა დადო, რომ „ჰამასი“ განიარაღდება.
“ეს ტერიტორია დემილიტარიზებული იქნება და „ჰამასი“ განიარაღდება ან მარტივი გზით, ან რთული გზით. ეს არის ის, რაც მეც ვთქვი და პრეზიდენტმა ტრამპმაც თქვა“ – აღნიშნა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა.
ნეთანიაჰუს განცხადებით, ისრაელი კვლავ ეწინააღმდეგება პალესტინის სახელმწიფოს შექმნას.
