Friday, November 21, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“მდგომარეობა იმაზე უარესი ყოფილა, ვიდრე თავიდან გვეგონა” – რას წერს რომან გოცირიძე?

November 16, 2025
“ახალი პრეტენზიები გაჩნდა ოპოზიციის მისამართით…”- რას წერს რომან გოცირიძე?

მდგომარეობა იმაზე უარესი ყოფილა, ვიდრე თავიდან გვეგონა – ამის შესახებ პოლიტიკოსი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს.

“რა გავიგეთ არაბული პროექტის შესახებ კობახიძის დღევანდელი განცხადებებიდან, რომელიც საიდუმლოა და არც აპირებენ გასაჯაროებას? მდგომარეობა იმაზე უარესი ყოფილა, ვიდრე თავიდან გვეგონა.
აშენდებაო 16 ათასი საცხოვრებელი სახლი ან ბინა. თითოში ორი ადამიანიც რომ ვიგულისხმოთ, ეს უკვე 32 ათასია. ეს არის ხაშურის, სამტრედიის ან ზესტაფონის მოსახლეობაზე მეტი. აქედან, თუ არაბი ინვესტორის განცხადებიდან ვიმსჯელებთ, 20 ათასი იქნება უცხოელი.
რიცხვები, რაც კობახიძემ მოიყვანა ფინანსური შემოსავლებისა და დასაქმების შესახებ, არის გაბერილი. არ ამბობენ, რამდენ წელიწადზეა გათვლილი ეს პროექტი.
ეს პროექტი წარმოადგენს სულ მცირე ოცდაათწლიან დაუმთავრებელ სამშენებლო პოლიგონს. ამ დასკვნის გამოტანის შესაძლებლობას გვაძლევს სერბეთში მიმდინარე სამუშაოებთან მისი შედარება:
ბელგრადში ხდება 3,5 მილიარდი დოლარის ოდენობის ინვესტიციების განხორციელება, მშენებლობის ხანგრძლივობაა 30 წელიწადი, პროექტის ნახევარი მაინც უნდა დამთავრდეს 20 წლის განმავლობაში, მშენებლობა უკვე მიმდინარეობს 10 წლის განმავლობაში, თანაც დიდი ჩამორჩენით. გამოყოფილი მიწის ფართობია 175 ჰექტარი.
თბილისში და ბათუმში ბელგრადთან შედარებით თითქმის ორჯეტ მეტი, 6,6 მილიარდი დოლარის ოდენობის ინვესტიცია უნდა განხორციელდეს, გამოყოფილი მიწის ფართობი არის ხუთჯერ მეტი, 850 ჰექტარი, თანაც ზღვის სანაპირო და ტყე-პარკი, ასაშენებელი ბინების და სხვა ობიექტების ფართობი არის რამდენჯერმე მეტი ბელგრადთან შედარებით. მშენებლობის რა პერიოდში რა მოცულობის ინვესტიცია უნდა იქნას ათვისებული, არავინ ამბობს. ეს კიდევ უფრო მეტად ზრდის რისკებს.
ფაქტობრივად, რამდენიმე ათეული წელიწადი ეს ტერიტორია გამოუყენებელი იქნება სხვა მიზნით და სხვა ინვესტორებისათვის. ეს, პირველ რიგში ეხება გონიოს. თბილისში, იმ ტერიტორიაზე სატელიტი ქალაქის მშენებლობა დაუშვებელია ეკოლოგიური და მრავალი სხვა მოსაზრებით.
ნამახვანისა და “ინტერრაოს” საიდუმლო ხელშეკრულებებმა 500 მილიონ დოლარზე მეტი ოდენობით აზარალა ქვეყანა და სულ მალე მოგვიწევს მისი გადახდა ბიუჯეტიდან. ეს თანხა ანაკლიის პორტის პირველი ფაზის მშენებლობის ტოლფასია.
რატომ არ დაიქირავა მთავრობამ საერთაშორისო საკონსულტაცია კომპანია ამ ხელშეკრულების მომზადების დროს? სად არის როტშილდების კომპანია, რომელიც ამ მიზნით იყო დაქირავებული? წაიღო ბიუჯეტიდან 10 მილიონო ლარი და გაქრა ისე, რომ აბსოლუტურად არაფერი გაუკეთებია, ერთი ფურცელიც კი არ იძებნება, მათ მიერ შესრულებულო სამუშაოს შესახებ. როგორც ჩანს, როტშილდებიც კორუფციული სქემებში ჰყავდათ ჩართული. ფული უშუალოდ პრმიერ-მინისტრის ( ღარიბაშვილის) სარეზერვო ფონდიდან იქნა გადახდილი. მიუხედავად ჩვენი არაერთი მოთხოვნისა პარლამენტიდან, ინფორმაცია არასდროს მოუწოდებიათ ამ ათი მილიონი ლარის ხარჯვის შესახებ.
არაბული პროექტი არის ფანტაზიებისა და სარისკო რეალობის ნაჯვარი. ეს არ არის ინვესტიციები ტექნოლოგიებში, წარმოებაში ან თუნდაც ტურიზმში. ეს არის ბინათმშენებლობა, რომელიც არა საქართველოს მოქალაქეების, არამედ უცხოელთა საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას ემსახურება “სოლნეჩნაია გრუზიაში”.
არაბული სახელმწიფო ფონდი რომ არ შემოდის არც პირდაპირ და არც შვილობილი კომპანიის სახით და რომ რომ ეს თავიდანვე ბლეფი იყო, ამას უკვე ყველა მიხვდა”

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “ივანიშვილმა არაკომპეტენტური მატყუარები საკუთარ რიგებში მოიკითხოს” – თინა ბოკუჩავა
  • “კორუფციის 271 სავარაუდო შემთხვევაა დაფიქსირებული, რომელშიც „ქართული ოცნების“ 227-ზე მეტი მოქმედი თუ ყოფილი მაღალი თანამდებობის პირი ფიგურირებს” -საერთაშორისო გამჭვირვალობა
  • “აბა კაი დედმამიშვილი ხარ და გერმანიის ხელისუფლების წარმომადგენელი რომ გეუბნება მოდი და “ოცნების” წინააღმდეგ მიეცი ხმა, კაი დედმამიშვილი ხარ მერე იქ მყოფი საქართველოს მოქალაქე და არ დაუჯერო გერმანიის ხელისუფლების ამ წარმომადგენელს” – შალვა პაპუაშვილი

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge