“ლევან ხაბეიშვილს სუს-მა 2 თვით გაუგრძელა ყველა შეზღუდვა, რაც მას დაუწესეს” – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ენმ-ს პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის ადვოკატი, ლაშა ტყეშელაძე წერს. უფლებადამცველის ინფორმაციით, სუს-მა სასამართლოს ნაცვლად მიიღო უკვე გადაწყვეტილება, რომ 9 დეკემბერს, როდესაც პროცესია ჩანიშნული, ლევან ხაბეიშვილს აღკვეთი ღონისძიება პატიმრობა არ შეეცვალოს.
“სუსი იყენებს წამების დახვეწილი მეთოდს – არასრულწლოვანი შვილების ნახვასა და მათთან დარეკვის უფლებას ართმევს მამას” – წერს ადვოკატი.
“სასამართლო უნდა ჩატარდეს 9 დეკემბერს, სადაც უნდა განგვეხილა ლევან ხაბეიშვილის აღკვეთი ღონისძიების შეცვლის საკითხი.
სუს-ს შეეძლო აღნიშნული შეზღუდვები გაეგრძელებინა მხოლოდ 9 დეკემბრამდე, მაგრამ სუს-მა უკვე მიიღო გადაწყვეტილება სასამართლოს ნაცვლად, რომ ლევან ხაბეიშვილს აღკვეთი ღონისძიება – პატიმრობა – არ შეეცვალოს
დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ის არის პირველი პოლიტიკოსი, რომელიც პოლიტიკური დაპირების გამო დააკავეს – დააკავეს სიტყვის გამო.
ამ შეზღუდვებითაც ჩანს, რომ მათ ეშინიათ მისი მართალი სიტყვის
სუსი იყენებს წამების დახვეწილი მეთოდს – არასრულწლოვანი შვილების ნახვასა და მათთან დარეკვის უფლებას ართმევს მამას”, -წერს ლაშა ტყეშელაძე.
შეგახსენებთ, ლევან ხაბეიშვილს ბრალი 2 მუხლით აქვს წარდგენილი. ოპოზიციონერ ლიდერის 339-ე მუხლის მეორე ნაწილს ედავებიან, რაც მოხელისთვის ქრთამის დაპირებას გულისხმობს. მას ასევე ბრალი წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 317 მუხლით, რაც პროკურატურის მტკიცებით, საქვეყნოდ ხელისუფლებოს დამხობაზე მოწოდებას გულისხმობს.
