Wednesday, November 19, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

“ტელეფონში დიფ სთეიტი არ აღმოჩნდა” – მზია ამაღლოებელის ადვოკატის განცახადება

November 14, 2025
“ტელეფონში დიფ სთეიტი არ აღმოჩნდა” – მზია ამაღლოებელის ადვოკატის განცახადება

ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის ადვოკატის, მაია მწარიაშვილის თქმით, ამაღლობელის ტელეფონში “დიფ სთეითი” არ აღმოჩნდა – მწარიაშვილის ციტატას “ბათუმელები” ავრცელებს. მზია ამაღლობელის საქმის განხილვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში მიმდინარეობს.

გამოცემის ცნობით, სასამართლო პროცესზე პროკურორმა დააყენა შუამდგომლობა, საქმეს დაერთოს მზია ამაღლობელის პირადი ტელეფონის ექსპერტიზის დასკვნა. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში მზია ამაღლობელის საქმის განხილვა მიმდინარეობს.

“ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, მზია ამაღლობელის ტელეფონში გამოძიებისათვის საინტერესო ინფორმაცია არ მოიძებნა. ტელეფონში “დიფ სთეითი” არ აღმოჩნდა“ – თქვა პროცესზე მზია ამაღლობელის ადვოკატმა, მაია მწარიაშვილმა, ბათუმელების ინფორმაციით.

ამაღლობელის საქმეში დევს გურიის პოლიციის დეტექტივის მიერ 15 თებერვალს შედგენილი პატაკი, რომელშიც ის მიუთითებს, რომ თითქოს, მზია ამაღლობელს პოლიციელზე თავდასხმა წინასწარ ჰქონდა დაგეგმილი და თითქოსდა, ის ამის შესახებ გარკვეულ პირებთან კომუნიკაციას მობილური ტელეფონით აწარმოებდა.

“15 თებერვლის პატაკით, გურიის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების ოპერატიული სამმართველოს დეტექტივმა, ვლადიმერ ჩიტაიამ გურიის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეს, სერგი ჟღენტს ინფორმაცია მიაწოდა იმის შესახებ, რომ მზია ამაღლობელს პოლიციელზე თავდასხმა წინასწარ ჰქონდა დაგეგმილი, რის შესახებაც, მობილური ტელეფონის საშუალებით, კომუნიკაცია ჰქონდა მისთვის დაუდგენელ პირებთან.

დეტექტივი ჩიტაია ვერ მიუთითებს, კონკრეტულად რა საშუალებით იღებდა მზია ამაღლობელი მითითებებს. ის ვერ მიუთითებს ვერც დროის სავარაუდო მონაკვეთზე. პატაკი და გამოკითხვის ოქმი არ შეიცავს რაიმე ინფორმაციას იმის შესახებ, თუ საიდან აქვს ვლადიმერ ჩიტაიას ინფორმაცია პოლიციელზე თავდასხმის წინასწარ დაგეგმვასთან დაკავშირებით. ამის შედეგად, მივიღეთ ყოველგვარი შინაარსისა და არგუმენტაციისგან დაცლილ გამოკითხვის ოქმი”. – თქვა სასამართლო სხდომაზე მზია ამაღლობელის ადვოკატმა, ჯუბა ქათამაძემ.

პროცესზე აღნიშნული პატაკის შესახებ ისაუბრა ბრალდების მხარემაც.

“საქმეში წარმოდგენილია გურიის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივის, ვლადიმერ ჩიტაიას პატაკი, რომელიც გარკვეული სახის ინფორმაციას ფლობს, რომ ტელეფონში არსებობს ჩანაწერები, რომელიც ადასტურებს, რომ ბრალდებული მარტო არ მოქმედებდა, მისი ქმედება იყო წინასწარ განზრახული და სხვა პირებთან შეთანხმებული სასამართლოს შუამდგომლობით მივმართეთ და აღნიშნული მობილური ტელეფონიდან ინფორმაციის გამოთხოვა მოვითხოვეთ”. – ამბობს ამაღლობელის საქმის პროკურორი.

დააკმაყოფილებს თუ არა მოსამართლე ბრალდების მხარის შუამდგომლობას, ჯერჯერობით, უცნობია. მზია ამაღლობელის წინასასამართლო სხდომა ბათუმის საქალაქო სასამართლოში ამ წუთებშიც მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, მზია ამაღლობელი ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძეზე თავდასხმის ბრალდებით 11 იანვარს დააკავეს. 14 იანვარს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ნინო სახელაშვილმა პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • საშიშია თუ არა “შეღებილი” კალმახი ჯანმრთელობისთვის – რას ამბობენ ექსპერტები?
  • პროკურატურა განცხადებას ავრცელებს
  • სპეციალური პენიტენციური სამსახური განცხადებას ავრცელებს

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge