Wednesday, November 19, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

“შიმშილობას აგრძელებს 8 ადამიანი” – გედევან ფოფხაძე მოშიმშილეებზე და მათ ჯანმრთელობაზე საუბროს

November 14, 2025
“შიმშილობას აგრძელებს 8 ადამიანი” – გედევან ფოფხაძე მოშიმშილეებზე  და მათ ჯანმრთელობაზე საუბროს

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, გედევან ფოფხაძე, რამდენიმე აქტივისტთან ერთად, პარლამენტის წინ მე-18 დღეა შიმშილობს.

როგორც ის „ინტერპრესნიუსთან“ აცხადებს, ქვეყანაში გაუსაძლისი მდგომარეობაა და საქართველო იზოლაციისკენ და რუსული დიქტატურისკენ მიექანება.

„შიმშილობას აგრძელებს 8 ადამიანი, საერთო მდგომარეობა ყველას ნორმალური აქვს, ჩვენ სასწრაფო სამედიცინო დახმარებას ვიძახებთ და ვამოწმებთ პარამეტრებს, რომ ყველაფერი სტაბილურად იყოს.

მიგვაჩნია, რომ ამ ეტაპზე ჩვენ ჩვენი ქმედებით უნდა გვეთქვა სათქმელი და არა არგუმენტებით. ქვეყანაში გაუსაძლისი მდგომარეობაა, ქვეყანა მიექანება იზოლაციისკენ და რუსული დიქტატურისკენ. ციხეები გაივსო პოლიტიკური პატიმრებით და პროტესტის გზებიც შესაბამისი უნდა ყოფილიყო. შიმშილობა კი პროტესტის ფორმაა, რომელსაც ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა იყენებდა საბჭოური იმპერიის წინააღმდეგ. ამიტომ, ამ მეთოდს დღესაც აქვს თავისი ეფექტი.

მგონია, რომ ამ აქციამ რუსთაველის პროტესტი გააძლიერა. ჩვენ გაუთავებლად მოვუწოდებთ ყველას, რომ კიდევ უფრო გავაძლიეროთ ეს პროტესტი, მოშიმშილეთა სოლიდარობის პროტესტით, 24 საათიანი შეკრებებით და საუბრით იმასთან დაკავშირებით, თუ რა უნდა გააკეთოს ქართველმა ხალხმა, რომ ეს პროტესტი გააძლიეროს. ამიტომ, მგონია, რომ შიმშილობის აქცია კიდევ უნდა გაგრძელდეს.

ჩვენი პროტესტით სათქმელი უნდა ვუთხრათ იმ ადამიანებს, რომლებიც ვერ ელევიან თავიანთი კომფორტის ზონას და ჰგონია, რომ ამ პირობებში შესაძლებელია რეჟიმთან ერთად თანაცხოვრება. უნდა გამოვიდეთ კომფორტის ზონიდან და უნდა დავასრულოთ რეჟიმთან თანაცხოვრებაზე ფიქრი! ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებთან მოვუწოდებთ, რომ მაქსიმალურად დაუჭირონ მხარი ქართველი ხალხის ბრძოლას დამოუკიდებლობისთვის, თავისუფლებისთვის, დემოკრატიისათვისა და ევროპული ოჯახის წევრობისთვის“, – განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

შეგახსენებთ, გედევან ფოფხაძემ პროტესტის უკიდურეს ფორმას 28 ოქტომბერს მიმართა და შიმშილობა დაიწყო. ოპოზიციონერ ლიდერთან ერთად შიმშილობა გამოაცხადეს დარეჯან ცხვიტარიამ და კიდევ რამდენიმე აქტივისტმა. მათი მოთხოვნაა, „გათავისუფლდნენ პოლიტპატიმრები და დაინიშნოს ახალი საპარლამენტო არჩევნები“.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა
  • საშიშია თუ არა “შეღებილი” კალმახი ჯანმრთელობისთვის – რას ამბობენ ექსპერტები?
  • პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge