Wednesday, November 19, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home კრიმინალური ამბები

“იმედი ნაკლებია, რომ გერმანიაში კანონს პატივს სცემენ და გახარიას გადმოგვცემენ” – შალვა პაპუაშვილი

November 14, 2025
“იმედი ნაკლებია, რომ გერმანიაში კანონს პატივს სცემენ და გახარიას გადმოგვცემენ” – შალვა პაპუაშვილი
შალვა პაპუაშვილს ნაკლებად აქვს იმედი, რომ გერმანია საქართველოს გიორგი გახარიას გადმოსცემს. “ოცნების” პარლამენტის თავმჯდომარემ დღეს ისაუბრა 20 ივნისის საქმეზე და თქვა, რომ განაცხადა, გიორგი გახარიამ საკუთარ თავზე აიღო პასუხისმგებლობა აქციის დაშლის მართვასთან დაკავშირებით.

“იცით, რომ გიორგი გახარიას წინასწარი პატიმრობა შეეფარდა, დანარჩენი პროკურატურის პროცედურებია. მე მისი [გადმოცემის] დიდი იმედი არ მაქვს. იმ პირობებში, როცა ზურაბ ადეიშვილი ბუნდესტაგის საპატიო ლოჟაში იჯდა, დავით კეზერაშვილი ევროკავშირის ტერიტორიაზე თავისუფლად გადაადგილდება და თავის დროზე, მიხეილ სააკაშვილი, მსჯავრდებული ადამიანი თავისუფლად გადაადგილდებოდა, მათ შორის გერმანიაში, რა თქმა უნდა, იმედი ნაკლებია, რომ კანონის უზენაესობას პატივს სცემენ და მას ქართულ მართლმსაჯულებას გადასცემენ. თუმცა, ვნახოთ.

რაც შეეხება საქმეებს, დიდი ხანია მიდიოდა გამოძიება ორივე საკითხზე. პროკურატურა ჩამოყალიბდა თავის პოზიციაში, რომ აქვს საკმარისი მტკიცებულებები იმისთვის, რომ ბრალი წარედგინა გახარიასთვის. ბრალი წარდგენილია. ახლა უკვე სასამართლოს გადაეცემა ყველა ეს დოკუმენტი და სასამართლო იმსჯელებს რამდენად დასტურდება მისი ბრალი. სტრასბურგის სასამართლომ დაინახა გარკვეული დარღვევები და დაავალა ხელახალი გამოძიება საქართველოს. გიორგი გახარიამ აიღო საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა იმ აქციის დაშლის მართვასთან დაკავშირებით, რომელიც არანაირად არ აუქმებს იმას, რომ 2019 წლის 20 ივნისის აქცია იყო ძალადობრივი შტურმი. ამასთან, იქვე, იმავე განაჩენში აღიარა ყველაფერი სტრასბურგის სასამართლომ და თქვა,რომ ეს იყო შტურმი პარლამენტის შენობაზე. იცით, რომ ამ საკითხზე სხვა ბრალდებულებიც არიან შტურმის გამო. მან პირადად აიღო პასუხისმგებლობა ამაზე. რაც შეეხება სამართლებრივ ნაწილს, ყველაფერს სასამართლო დაადგენს“,- განაცხადა  შალვა პაპუაშვილმა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ათე დევიძის მხარდამჭერ მარშზე, ლექტორი ქეთევან ხუსკივაძე დააკავეს
  • უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა
  • საშიშია თუ არა “შეღებილი” კალმახი ჯანმრთელობისთვის – რას ამბობენ ექსპერტები?

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge