“ტაშს რომ უკრავთ პრეზიდენტ ზელენსკის, მან ჩამოგვიყვანა სააკაშვილი აქ იმისთვის, რომ ეს ქვეყანა აერია”, – ამის შესახებ შალვა პაპუაშვილმა ბრიფინგზე ისაუბრა.
შალვა პაპუაშვილის თქმით, სააკაშვილზე აწყობილი პროპაგანდა და ცრუ ნარატივი იყო ქართულ სახელმწიფოზე თავდასხმა,რომელშიც ჩართულები იყვნენ როგორც უკრაინა, ასევე ევროკავშირის ელჩი და ბრიუსელის ბიუროკრატები.
“საქმე იმაშია რომ მთელი რიგი პროპაგანდა, ცრუ ნარატივი, რომელიც მათ ააწყეს სააკაშვილთან დაკავშირებით იყო თავდასხმა ქართულ სახელმწიფოზე, რომელშიც ჩართული იყო ევროკავშირის ელჩი, ბრიუსელის ბიუროკრატები, პოლიტიკოსები, უკრაინის და მოლდოვის პრეზიდენტები. თქვენ გახსოვთ რა სიტუაცია იყო? ვინ ჩამოიყვანა სააკაშვილი აქ. უკრაინის ხელისუფლებამ… ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ ეს თავდასხმები მოვიგერიეთ და დავდექით იქ, რომ საკადრისი პასუხი გაგვეცა ყველასთვის, ვინც ჩამოიყვანა სააკაშვილი აქ და ის ჩამოიყვანა უკრაინის ხელისუფლებამ. ტაშს რომ უკრავთ პრეზიდენტ ზელენსკის, მან ჩამოგვიყვანა სააკაშვილი აქ იმისთვის, რომ ეს ქვეყანა აერია. ეს არის თქვენი ზელენსკი”
