Wednesday, November 19, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

რა წერილს აქვეყნებს მიხეილ სააკაშვილი საპატიმროში დაბრუნების შემდეგ

November 13, 2025
“რამდენიც არ უნდა ეპოტინოთ ჩემს ადგილს ისტორიაში, ვერ წამართმევთ” – მიხეილ სააკაშვილი

 “ივანიშვილი ყოველ დილას იწყებს აკვიატებული ფიქრით: აბა დღეს ვის რა ვავნო, ხოდა ამჯერად მე დამაბრუნა დილეგში გუშინ. რა თქმა უნდა, გაფრთხილების გარეშე გადამიყვანეს რუსთავის ციხეში, სადაც ზუსტად ის ხალხი დამხვდა, რომლებმაც მომწამლეს 2022 წლის მარტში. მაშინ სასწაულად გადავურჩი სიკვდილს და ამ მოწამვლის სიმპტომები დღემდე მაქვს დარჩენილი”– საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის კლინიკა “ვივამედიდან” საპატიმროში დაბრუნების შემდეგ წერილს აგზავნის. 

მისი თქმით, მისი საპატიმროში დაბრუნება არის პირდაპირი გზავნილი ევროპისა და ამერიკისთვის, რადგან ის ჯერ კიდევ აღიქმება, როგორც საქართველოს თავისუფლებისა და სახელმწიფოებრიობის სიმბოლო.

“მადლობა „ვივამედის“ იმ ექიმებს, რომლებიც იბრძოდნენ ჩემი სიცოცხლისთვის. ამდენი პატიმრის და უბედურების ფონზე მე არ ვითხოვ ჩემთვის რაიმე განსაკუთრებულ სიმპატიებს.
რატომ დამაბრუნეს სწორედ ახლა ჯალათებთან? ჯერ ერთი, იმიტომ რომ უნდათ ჩემი მრავალრიცხოვანი მომხრეების დაშინება, მეორეც – ეს უგზავნის კონკრეტულ გზავნილს დასავლეთს და უკრაინას, სადაც დღემდე ვირიცხები ზელენსკის რეფორმათა საბჭოს თავმჯდომარედ. საქმე იმაშია, რომ ივაშვილმა თავის დროზე აიღო ვალდებულება ჩემი სიცოცხლის შენარჩუნებაზე და ახლა, ამ ნაბიჯით ეუბნება ევროპელებს და ამერიკელებს, რომ ეს დაპაირება, როგორც ყველა სხვა, ძალაში აღარაა.
დარწმუნებული ვარ, ეს ყველაფერი შეთანხმებულია მოსკოვთან. საქმე იმაშია, რომ მსოფლიოსთვის მე ვარ პოსტსაბჭოთა სივრცეში ყველაზე წარმატებული რეფორმების და ასევე საქართველოს თავისუფლების და სახელმწიფოებრიობის სიმბოლო.
ანადგურებენ საქართველოს თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას და მანადგურებენ მეც.
დღეს მინდა ვუთხრა ადამიანებს ის, რასაც მთელი ეს დრო ვეუბნებოდი: არავითან შემთხვევაში არ დანებდეთ და იბრძოლეთ, ვინაიდან ჩვენი გამარჯვება გარდაუვალია.
დიდება თავისუფლებას“ — სააკაშვილის გზავნილი ციხიდან მისმა ადვოკატმა ვახო ბარამაშვილმა გამოიტანა.
შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედიდან“ რუსთავის ციხეში გუშინ გადაიყვანეს.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • სასამართლომ რუსკა მჭედლიძეს და ნინა ნაჭყებიას პატიმრობა შეუფარდა
  • არასრულწლოვანთა კოდექსი მკაცრდება – რა ბედი ელით 14 წელს მიუღწეველ მოზარდებს?
  • მათე დევიძის მხარდამჭერ მარშზე, ლექტორი ქეთევან ხუსკივაძე დააკავეს

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge