Wednesday, November 19, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

“გიორგი გახარიას წინააღმდეგ კიდევ ბევრ აბსურდულ ბრალდებას ვნახავთ”–ტატა ხვედელიანი

November 12, 2025
“გიორგი გახარიას წინააღმდეგ კიდევ ბევრ აბსურდულ ბრალდებას ვნახავთ”–ტატა ხვედელიანი

„ეს არის პერსონალური ვენდეტის გაგრძელება, რომელიც 2024 წლის არჩევნებამდე დაანონსდა. ვნახავთ კიდევ ბევრ აბსურდულ ბრალდებას, რომელიც იქნება წამოსული გიორგი გახარიას მიმართ“ -ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატმა, ტატა ხვედელიანმა განაცხადა, რითაც გიორგი გახარიას მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, ეს არის პერსონალური ვენდეტის გაგრძელება და „ქართული ოცნება“ მზადაა ეროვნული ინტერესების დაზიანებითაც კი, დევნოს თავისი გუნდისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი პოლიტიკური ოპონენტი, გიორგი გახარია.

„ეს არის პერსონალური ვენდეტის გაგრძელება, რომელიც 2024 წლის არჩევნებამდე დაანონსდა. ვნახავთ კიდევ ბევრ აბსურდულ ბრალდებას, რომელიც იქნება წამოსული გიორგი გახარიას მიმართ. ეს არის რეალობა, რომელსაც ქმნის „ოცნება”. ის პოლიტიკურად დევნის მისთვის ყველაზე მნიშვნელოვან ოპონენტს.

ჩვენ ძალიან ბევრჯერ ვნახეთ, როგორ იცავდნენ და როგორ ამაყობდნენ გიორგი გახარიას მიერ გადადგმული ნაბიჯებით სხვადასხვა პროექტებთან დაკავშირებით. შემდეგ აღარ დასჭირდათ, დისკომფორტი შეექმნათ გახარიასგან. დღესდღეობით ერთადერთი, ვინც ებრძვის „ოცნებას“, არის გიორგი გახარია და მისი გუნდი მაშინ, როდესაც „ოცნება“ იყენებს „ნაცებს“ ქვეყნის საწინააღმდეგოდ“, – განაცხადა ხვედელიანმა.

ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურამ ყოფილი პრემიერ-მინისტრის, „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერის,გიორგი გახარიას მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო. ამის შესახებ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე საქართველოს გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ განაცხადა.

მისი თქმით, საქმე ეხება საზოგადოებისათვის კარგად ცნობილ 2019 წლის 20-21 ივნისის და ჩორჩანას ეპიზოდებს, კერძოდ პარლამენტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართული საპროტესტო აქციის მიმდინარეობისას, ორზე მეტი პირის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ორგანიზების და სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტებს.

როგორც გენერალურმა პროკურორმა აღნიშნა, გიორგი გახარიას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25, 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის „მ“ ქვეპუნქტით და 333-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარედგინება, რაც სასჯელის სახედ და ზომად 13 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • სასამართლომ რუსკა მჭედლიძეს და ნინა ნაჭყებიას პატიმრობა შეუფარდა
  • არასრულწლოვანთა კოდექსი მკაცრდება – რა ბედი ელით 14 წელს მიუღწეველ მოზარდებს?
  • მათე დევიძის მხარდამჭერ მარშზე, ლექტორი ქეთევან ხუსკივაძე დააკავეს

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge