Friday, November 21, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“ჩემი პატიმრობა არის რეჟიმის პოლიტიკური გადაწყვეტილება” – მზია ამაღლობელი სააპელაციო სასამართლოზე

November 11, 2025
“ჩემი პატიმრობა არის რეჟიმის პოლიტიკური გადაწყვეტილება” – მზია ამაღლობელი სააპელაციო სასამართლოზე

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლისა და დირექტორის, მზია ამაღლობელის საქმის განხილვა მიმდინარეობს.

პროცესზე ისაუბრა მსჯავრდებულმა მზია ამაღლობელმაც, იფორმაციას გამოცემა “პუბლიკა” ავრცელბს.

“ვერაფრით ვეგუები მსჯავრდებულის სტატუსს, თუმცა სასამართლომ სილის გაწვნისთვის სისხლის სამართლის დამნაშავედ მცნო, იმიტომ, რომ სილის გაწვნა არც თავდასხმაა და უფრო არც წინააღმდეგობის გაწევა.
მოსამართლე სახელაშვილმა საპატიმრო სასჯელი მომცა, 2 წლით დამიდგინა… არსებობს ალბათ ადამიანთა ჯგუფი, რომელიც თვლის, რომ ამ გადაწყვეტილებისთვის, ამ სასჯელისთვის მადლიერი უნდა ვიყო, იმიტომ, რომ ეს ადამიანები ალბათ ადარებენ, ბატონი პროკურორის ბრალდების სასჯელს [პოლიციელზე თავდასხმას], რომელიც 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, ამ მოცემულობაში თვლიან, რომ მადლიერი უნდა ვიყო.
იმედი მაქვს, ასე ვინც ფიქრობს, ასეთი ადამიანების რაოდენობა მცირეა რადგანაც, მათ მინდა, ვუთხრა, რომ ამ საქმეს არანაირი კავშირი არ აქვს სამართალთან და სამართლიანობასთან, არც ბატონი პროკურორის ბრალდების კვალიფიკაციასთან [პოლიციელზე თავდასხმა], არც სახელაშვილის განაჩენთან.
ჩემი პატიმრობა არის რეჟიმის პოლიტიკური გადაწყვეტილება. ვისაც ეჭვი ეპარება, შეუძლია, მართალია, ბევრი ვისაუბრეთ განცხადებებზე, მინდა შევახსენო, 10 თვეა პატიმრობაში ვარ და იშვიათად ყოფილა კვირა, როდესაც ძალაუფლებაში მყოფი პოლიტიკური პირები, მმართველი პარტიის ლიდერები სხვადასხვა სატელევიზიო ეთერიდან, პროპაგანდული ეთერებიდან თავს არ მესხმიან.
დიდი ვერაფერი შეღავათი, მაგრამ ყველა ასეთ დანაშაულის თუ ცრუ ბრალდების შემცველ განცხადებაზე სამართლებრივი რეაგირება მაქვს ჩემს ადვოკატებთან ერთად და მექნება მომავალშიც, თუ, რა თქმა უნდა, ასე გაგრძელდება.
სიმართლე ვთქვა, უსამართლო სასამართლოზე დიდი ბოროტება არაფერი არ მგონია, ამიტომ არ უნდა შევეგუოთ და ნორმად არ უნდა მივიღოთ არც ერთი ის უკანონო გადაწყვეტილება, რომელზეც ასე მიგვაჩნია და მე ასე მიმაჩნია ჩემი განაჩენი და დღეს ამ დარბაზში ამიტომ ვარ, რომ ბათუმის სასამართლოს გადაწყვეტილებას ვასაჩივრებ და სააპელაციო სასამართლოსგან მოვითხოვ სამართლიან გადაწყვეტილებას.
…მორალური დილემა რომ არ გამჩენია, არათუ სინანული, ვფიქრობ, ამაში გარკვეულწილად პროკურატურა და გამოძიებაა დამნაშავე. პროკურატურა იმიტომ, რომ დღემდე მაგალითად დაზარალებულად არ ვარ აღიარებული და ამ საქმესთან დაკავშირებით [არასათანადო მოპყრობა] ერთი ფორმალური განცხადებაც კი არ გაკეთებულა, რომ მაგალითად ე.წ. დაზარალებულმა დგებუაძემ სამსახურებრივ უფლებამოსილება გადაამეტა ან გადაცდომები ჰქონდა. ეს ემოციები მაქვს. არ გააკეთა გამოძიებამ არაფერი იმიტომ, რომ ვფიქრობ, რეჟიმს მოძალადეები სჭირდება, ამ მოძალადეებს აჯილდოებს და მფარველობს, მფარველობს იმიტომ, რომ შემდეგ უკანონო დავალებები შეასრულებინოს.
ამ მოცემულობაში არ ვიცი, რამდენად გამოუვა სასამართლოს ის, რომ ჩემგან საშიში კრიმინალი შექმნას, არამგონია, ეს გამოუვიდეს, არა იმიტომ, რომ მართლაც არ ვარ საზოგადოებისთვის საშიში, უბრალოდ იმიტომ, რომ ქმედება, რომელსაც ბრალდება ეფუძნება, ეს არის ადამიანის თანდაყოლილი თვისება, ბუნება, ემოცია, როცა გაქვს შეურაცხყოფაზე და დამცირებაზე. ვფიქრობ, 2 წელი ვიქნები თუ 7 წელი ციხეში, სასჯელის ამ სახეს, როგორც მოსამართლე სახელაშვილი განაჩენში წერს, ვერ გახდება ეს პრევენცია, ვერ ექნება ამ პატიმრობას და ამ საქმეს ასე ვთქვათ, საგანმანათლებლო და ჭკუის სასწავლებელი ფორმა ვერც ჩემთვის და ვერც საქართველოს სხვა მოქალაქეებისთვის.
ვფიქრობ, რომ ამაზე უნდა იფიქროთ, ბატონო მოსამართლეებო. ყოველ შემთხვევაში, მე მჯერა, რომ დღეს თუ არა ხვალ, ჩემს საქმეს სისხლის სამართლის [კვალიფიკაცია] ჩამოშორდება და მჯერა იმისიც, რომ აქ, საქართველოში თუ არა, ჩვენს ევროპულ ოჯახში -[სტრასბურგის სასამართლო] იქ, სადაც მოსამართლეები პატივს სცემენ კანონის უზენაესობას, ადამიანის უფლებებს. და არამარტო ამ საქმის, არამედ ყველა პოლიტპატიმარის საქმეზე დადგება გამამართლებელი განაჩენი თუ მოსამართლეები იქნებიან სამართლიანები. სინათლე არ უნდა ჩაქრეს. ბოლომდე, გამარჯვებამდე”, – თქვა მზია ამაღლობელმა.

შეგახსენებთ, მზია ამაღლობელს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ნინო სახელაშვილმა პროკურატურის მიერ წარდგენილი ბრალდება (პოლიციელზე თავდასხმა) პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევის მუხლით გადაუკვალიფიცირა და ბათუმის პოლიციის ყოფილი უფროსის, ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო ორი წელი მიუსაჯა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “გახსნილია 6 წლის წინ მომხდარი განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი განზრახ მკვლელობა ” – შსს
  • ვიეტნამში წყალდიდობის შედეგად, სულ მცირე, 41 ადამიანი დაიღუპა
  • როგორი ამინდი იქნება დღეს საქართველოში – პროგნოზი ქალაქების მიხედვით

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge