პოეტ რეზო ამაშუკელის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, არაერთგვაროვან გამოხმაურებაზე , ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის გენერალური დირექტორი დავით გადელია სოციალურ ქსელში წერს:
“სრულიად უაზრო და სულელურია დაახასიათო ყოფითი ან პილიტშეხედულების მარკერით გენიალური პროდუქციის შემქმნელი! ფეხბურთელი იქნება ის, არქიტექტორი, მხატვარი, თუ პოეტი. ვინ იცის, რა ცუდი ხასიათის იყო რასტრელი? იყო კი უპირველესი ფეხბურთელი მარადონა ახალგაზრდობისთვის სანიმუშო? რამდენი გენიალური მწერალი, მსახიობი და პოეტი ვიცი, რომელსაც საკმაოდ მძიმე ხასიათი ჰქონდა, ან პოლიტშეხედულებით მოიკოჭლებდა – ჩემი შეხედულებით!
მაგრამ მთავარია მან რა შექმნა! დღეს გარდაცვლილა ამ სტრიქონების ავტორი:
…..აღორძინებულო მზვარევ,
მხარევ, გაბადრული მზისა
ილოცვიდე დედაენას
ჩინს საკუთარ თვალებისას,
ზეპირობდე
რვალზე წერილს
სამუდამო პარაკლისად: –
– “მე ვარ ავი მუსაიფი
კახთ ბატონის ირაკლისა!””, – წერს გადელია “ფეისბუქი”-ს პირად გვერდზე.
გუშინ, 10 იანვარს, პოეტი რეზო ამაშუკელი 85 წლის ასაკში გარდაიცვალა.
https://mix.metronome.ge/25172-2/
