Friday, November 21, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

პოლიციამ ე.წ. კრიმინალურ ავტორიტეტთან, ელმურაზ მამედოვთან დაკავშირებული კიდევ ორი პირი დააკავა

November 9, 2025
პოლიციამ ე.წ. კრიმინალურ ავტორიტეტთან, ელმურაზ მამედოვთან დაკავშირებული კიდევ ორი პირი დააკავა

პოლიციამ ე.წ. კრიმინალურ ავტორიტეტთან, ელმურაზ მამედოვთან დაკავშირებული კიდევ ორი პირი დააკავა – ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

“გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის ოქტომბერში, წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევი, წითელი ცირკულარით ძებნილი, ამჟამად საზღვარგარეთ მყოფი კრიმინალური ავტორიტეტი ელმურაზ მამედოვი, გარდაბნის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში მცხოვრებ ფერმერს – ს.ა.-ს სოციალური ქსელის საშუალებით დაუკავშირდა და ე.წ. “ქურდული სამყაროს” სახელით 200 000 აშშ დოლარის გადახდა მოსთხოვა. მამედოვმა ფერმერს თანხის გადასახდელად სამდღიანი ვადა განუსაზღვრა, წინააღმდეგ შემთხვევაში ოჯახის წევრების ფიზიკური ანგარიშსწორებითა და სიცოცხლის ხელყოფით დაემუქრა.

სამდღიანი ვადის გასვლის შემდეგ, ამავე სოფელში, ს.ა.-ს შვილს, რომელიც ოჯახის კუთვნილი ავტომანქანით გადაადგილდებოდა, დაუდგენელმა პირებმა ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს – შედეგად, არავინ დაშავებულა.

სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე დაადგინეს დანაშაულის ჩამდენი პირების ვინაობა – პოლიციამ 1994 წელს დაბადებული თ.ხ. და წარსულში ნასამართლევი, 2001 წელს დაბადებული ნ.ი. ბრალდებულების სახით დააკავა. ამასთან, ამავე დანაშაულთან კავშირში მყოფი კიდევ ერთი პირის – 1985 წელს დაბადებული შ.მ.-ს მიმართ ძებნა გამოცხადდება.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს“ – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • როგორი ამინდი იქნება დღეს საქართველოში – პროგნოზი ქალაქების მიხედვით
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?
  • წყალი 9 საათით შეწყდება – იხილეთ მისამართები

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge