შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით რუსეთის ფედერაციის მოქალაქე, 1999 წელს დაბადებული ვ.ი. ბათუმში დააკავეს – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.
“პოლიციამ, ბრალდებულის პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას სარეალიზაციოდ გამზადებული ნარკოტიკული საშუალება – 1347 გრამი გამომშრალი „მარიხუანა“ ნივთმტკიცებად ამოიღო.
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სამართალდამცველების მიერ ასევე ამოღებულია ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისთვის საჭირო მასალები, წებოვანი ლენტები და ელექტროსასწორი.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და 260-ე კვარტა მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს“ – ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.
დანაშაული 12-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
