“ამ სასულიერო პირებისი, მამა დოროთეს და მამა ილიას არცერთი კომენტარი არ განიხილულა იმ ჭრილში, რომ მათ გააკეთეს პოლიტიკური განცხადებები, კითხვები იყო იმაზე, რატომ აყენებ შეურაცხყოფას ეკლესიას – [დოროთე ყურაშვილი] ამბობს, „ჩემთვის არ უთქვამთ, პოლიტიკური შეფასებები არ გააკეთო, მაგრამ ამისთვის დამიბარესო“, რას ნიშნავს ეს წინადადება?- დაღუპვის გზაზე დგას”, – ამის შესახებ დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე მედიასთან საუბრობს.
საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე ამბობს, რომ არქიმანდრიტ დოროთე ყურაშვილისთვის საპატრიარქოში „დასასჯელად არ დაუძახიათ“. მისივე თქმით საპატრიარქოს დოროთე ყურაშვილისთვის პოლიტიკური განცხადებების გაკეთება არ აუკრძალავს.
„განსხვავება იმის მიხედვით არის, რომ ის ხალხი, როდესაც პოლიტიკური შეხედულების შესახებ თავის კომენტარს აკეთებს, არავის შეურაცხყოფს ეკლესიაში, იერარქიას არ შეურაცხყოფს. ამ სასულიერო პირების, არც მამა დოროთესი, არც მამა ილიასი არცერთი კომენტარი არ განიხილულა იმ ჭრილში, რომ მათ გააკეთეს პოლიტიკური განცხადებები. პოლიტიკურ განცხადებებს და შეფასებებს აკეთებს მამა ალექსი ქშუტაშვილიც, რომელიც გუშინ იჯდა ტელევიზიაში და ამას ძალიან კორექტულად აკეთებს, შეურაცხყოფების გარეშე. პირველივე შეხვედრიდან დაწყებული, ამ სასულიერო პირებთან არცერთი შეკითხვა არ ყოფილა, რატომ აკეთებთ რამე პოლიტიკურ შეფასებებს, არამედ იყო მხოლოდ ის, თუ რატომ აკეთებ შეურაცხმყოფელ შეფასებებს, რატომ აყენებ შეურაცხყოფას ეკლესიას, პატრიარქს, პატრიარქის მოსაყდრეს, პატრიარქის ადმინისტრაციას და დანარჩენ სასულიერო პირებს. თქვენ, ყველანი ცდილობთ, რომ გადააადგილოთ ეს ორი რამ და რადგანაც მამა დოროთე აკეთებს ორმაგ განცხადებებს. ერთი მხრივ, რაღაც პატრიოტული თემით, მისი შეხედულებები პოლიტიკურ თემაზე ჟღერდება და იქვე ამატებს აუცილებლად შეურაცხმყოფელ განცხადებებს. მხოლოდ ამ შეურაცხმყოფელ განცხადებებზე იყო პასუხი მისგან. მაგალითად, იყო ის, რომ პროტესტზე მყოფი ხალხი ნათელ მხარესაა და დანარჩენი არის სიბნელეში. ეს არ არის შეურაცხყოფა?”. განაცხადა დეკანოზმა, ანდრია ჯაღმაიძემ.
ამასთან კითხვაზე იმის შესახებ, რომ „ქართული ეკლესია რუსული გავლენის ქვეშაა“, დეკანოზმა აღნიშნა, რომ მსგავსი შეფასება სასულიერო პირისგან ჯერ არ ყოფილა.
„ბევრი გადამწყვეტი შეფასება იყო, მაგალითად, დღესაც რუსი ეგზარქოსები მართავენ ეკლესიას; რომ “ეკლესიას სურდა სისხლის ღვრა 4 ოქტომბერს. ეს გამონათქვამები ნორმალურია?“,- განაცხადა დეკანოზმა.
