ევროკავშირი რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო წესების გამკაცრებას გეგმავს. გამოცემასთან საუბარში ევროპელი მაღალჩინოსნები აცხადებენ, რომ უმეტეს შემთხვევაში რუსეთის მოქალაქეებზე შენგენში მრავალჯერადად შესვლის ვიზები აღარ გაიცემა, მაის შესახებ Politico წერს.
გამოცემის ცნობით, ამ ნაბიჯის შემდეგ რუსეთის მოქალაქეები ზოგადად მხოლოდ ერთჯერადად შესვლის ვიზების მიღებას შეძლებენ, გამონაკლისის დაშვება კი მხოლოდ ჰუმანიტარული საბაბის არსებობის შემთხვევაში მოხდება. ამასთან, ცვლილება არ შეეხება იმ რუსებს, რომლებიც უკვე ფლობენ ევროკავშირის მოქალაქეობას.
შეგახსენებთ, 2022 წლის ბოლოს ევროკავშირმა მოსკოვთან ვიზების გამარტივების შეთანხმება შეაჩერა, მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. ამასთანავე, ზოგიერთი წევრი ქვეყანა, მათ შორის ბალტიისპირეთის სახელმწიფოები, კიდევ უფრო შორს წავიდა და რუს მოქალაქეებს თავიანთ ტერიტორიაზე შესვლა საერთოდ აუკრძალა ან მკაცრად შეუზღუდა.
Politico-ს ინფორმაციით, ახალი გამკაცრებული წესები, სავარაუდოდ, ამ კვირაში დამტკიცდება და ამოქმედდება.
