Friday, November 21, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home კრიმინალური ამბები

აღკვეთილია კრიმინალური ავტორიტეტის მიერ შეკვეთილი მკვლელობა – განაცხადეს შსს-ში გამართულ ბრიფინგზე

November 7, 2025
აღკვეთილია კრიმინალური ავტორიტეტის მიერ შეკვეთილი მკვლელობა – განაცხადეს შსს-ში გამართულ ბრიფინგზე

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა ჩატარებული ღონისძიებების შედეგად აღკვეთეს შეკვეთილი მკვლელობა. დაკავებულია 2007 წელს დაბადებული პირი.

ბრალდებულს საზღვარგარეთ მყოფი კრიმინალური ავტორიტეტის ელმურაზ მამედოვის შეკვეთითა და დავალებით უნდა მოეკლა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელში მცხოვრები პირი, რადგან ამ უკანასკნელმა უარი განაცხადა მამედოვისათვის ფული გადახდაზე.

„ბრალდებულმა დავალება სისრულეში ვერ მოიყვანა, ის სამართალდამცავებმა შეკვეთილი მკვლელობის მომზადების, ასევე ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს.

მისი პირადი ჩხრეკის შედეგად, ამოღებულია „მაკაროვის“ სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდითა და მასში მოთავსებული ვაზნებით.

დაკავებული დანაშაულს აღიარებს. გარდა ამისა, დანაშაულში ბრალდებულის მონაწილეობა დასტურდება მის მიმართ ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედებით, მისი კუთვნილი მობილური ტელეფონის დათვალიერებით და სხვა მტკიცებულებებით.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18-109-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს.

დაკავებულთან და კრიმინალურ ავტორიტეტ ელმურაზ მამედოვთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფი პირების დადგენისა და მათ მიერ ჩადენილი სხვა შესაძლო დანაშაულების გამოვლენის მიზნით, ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.

აქვე, საზოგადოებას შევახსენებთ, რომ კრიმინალური ავტორიტეტის, ელმურაზ მამედოვის წინააღმდეგ არაერთ სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება. მამედოვს ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, სხვადასხვა საქმეზე, დაუსწრებლად უკვე წარედგინა არაერთი ბრალი, მათ შორის მიმდინარე წლის ზაფხულში, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ჩადენილი შეკვეთილი მკვლელობისათვის.

ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი, კრიმინალური ავტორიტეტი ელმურაზ მამედოვი ამჟამად საზღვარგარეთ, მიმალვაში იმყოფება. სამართალდამცავი უწყებები ინტენსიურ რეჟიმში მუშაობენ მისი დაკავებისა და მართლმსაჯულების წინაშე დროულად წარდგენის მიზნით, რისთვისაც ხორციელდება ყველა შესაბამისი საგამოძიებო, საპროცესო და ოპერატიული მოქმედებები.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ყოველდღიურ რეჟიმში განაგრძობს ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ უკომპრომისო ბრძოლას და ამ მიზნით შესაბამისი ღონისძიებების, მათ შორის პრევენციული ზომების გატარებას“,- აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • წყალი 9 საათით შეწყდება – იხილეთ მისამართები
  • დოლარის და ევროს კურსი 21 ნოემბრისთვის
  • „მძიმე წუთებში თანადგომას ვუცხადებთ მის ოჯახს…“- ახლახანს სამწუხარო ინფორმაცია გავრცელდა

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge