8 იანვარს, მსახიობი ნიკა ქაცარიძე დაკრძალეს. ის რუსთაველის თეატრიდან გამოასვენეს. ადგილზე შეკრებილმა საზოგადოებამ უკანასკნელ გზაზე ტაშით გააცილა.
ტელეწამყვანმა თამუნა მუსერიძემ სოციალურ ქსელში თეატრთან გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა და მსახიობის მიერ წლების წინ ნათქვამი სიტყვები გაიხსენა:
“თეატრალურ უნივერსიტეტში ერთ პერიოდში ვსწავლობდით. ორივემ გვიან ჩავაბარეთ. ნიკა პირველ ჯერზე არ მიიღეს, არ დადგება შენგან მსახიობიო.
კომისიის წევრებს მოუტრიალდა, არ დადგება კი არა, მოვა დრო და რუსთაველის თეატრიდან ტაშით გამომასვენებენო.ეს დღეს დადგა!” – დაწერა მუსერიძემ “ფეისბუქი”-ს პირად გვერდზე.
რუსთაველის თეატრის მსახიობი, 43 წლის ნიკა ქაცარიძე გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, მიზეზი გულის შეტევაა. ნიკა ქაცარიძე 2005 წლიდან დღემდე რუსთაველის თეატრის მსახიობი იყო.
თეატრის სცენაზე განსახიერებული აქვს არაერთი როლი. მონაწილეობდა სპექტაკლებში: “შობის მეთორმეტე ღამე, ანუ როგორც გენებოთ“, “დარისპანის გასაჭირი“, “ჯარისკაცი, სიყვარული, დაცვის ბიჭი და… პრეზიდენტი“, “სალამურა“, “პატარა უფლისწული“ და სხვა.
https://mix.metronome.ge/25047-2/