“დედას გიტირებთ! მთელ მსოფლიოს ფეხზე დავაყენებთ! რას „სტალინისტობთ“? ვინ მოგცათ ამის უფლება?” – ასე ეხმაურება კოალიცია “ცვლილებებისთვის” ლიდერის, ელენე ხოშტარიას დედა, ირინა გუნცაძე დღეს პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებას.
როგორც მან ელენე ხოშტარიას მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყების საკითხზე ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ “ქართულ ოცნებას” პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ დაწყებული სისხლის სამართლებრივი დევნა არ შერჩება.
„რეები მოიგონეთ, რას „სტალინისტობთ“ აქ? საცოდავებო, რა დღეში ხართ საერთოდ, ვის ეშინია თქვენი? რომ დაგაწვინეს არჩევნების დროს ზურგზე? ეს ვერ აიტანეთ? არა, იმიტომ, რომ შაიგუმ დაგავალათ ამის გაკეთება? ვინ „ჭამს“ ამას, საქართველოს რომელი მოქალაქე? რას ბოდავთ გეკითხებით? გაფრთხილებთ, დედა გეტირებათ ამ ბოდვისთვის. ვის უბედავთ? საქართველოს ისტორიას უბედავთ ამას? ვინ მოგცათ ამის უფლება? დედას გიტირებთ! მთელ მსოფლიოს ფეხზე დავაყენებთ. მსოფლიო ფეხზე დადგება. რას ფიქრობთ საერთოდ, შვილები არ გყავთ საერთოდ? გეკითხებით“, – განაცხადა ირინა გუნცაძემ.
შეგახსენებთ, დღეს, საბოტაჟისა და სახელმწიფო გადატრიალების საქმეზე მიხეილ სააკაშვილის, გიორგი ვაშაძის, ნიკა მელიას, ნიკა გვარამიას, ელენე ხოშტარიას, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ სამართლებრივი დევნა დაიწყო. მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის შემთხვევაში პროკურატურა გირაოს შუამდგომლობას დააყენებს.
