Wednesday, June 24, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

“ასეთი ევროპა არ აგვირჩევია, გვჭირდება სამართლიანობა” – კახა კალაძე

November 6, 2025
“ყვავილებით ხომ არ დააკავებენ?” – კახა კალაძე  აქციის მონაწილეების დაკავებაზე

როდესაც სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის მხრიდან ხდება საქართველოს შეფასება ჯანსაღად, პოლიტიკის გარეშე, საქართველო მოწინავე პოზიციებზეა – მაგრამ, როგორც კი პოლიტიკური ნარატივი შემოდის, რა თქმა უნდა, მაშინვე ვისმენთ სიცრუეს,- ამის შესახებ კახა კალაძემ განაცხადა და ევროკომისიის გაფართოების ანგარიში შეაფასა.

კახა კალაძე სამართლიან დამოკიდებულებას და ქართველი ხალხის პატივისცემას ითხოვს.

„განცხადებები, რომლებსაც ვისმენთ, სიცრუით არის გაჯერებული. ყველაფერი ტყუილზეა დაფუძნებული. როდესაც სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის მხრიდან ხდება საქართველოს შეფასება ჯანსაღად, პოლიტიკის გარეშე, საქართველო მოწინავე პოზიციებზეა, კანდიდატ ქვეყნებს შორის და თუ გინდ ზოგიერთ ევროპულ ქვეყანაზე წინ არის თავისი რეფორმების განხორციელებით – ეკონომიკური, ბიზნესის კეთების სიმარტივით და ბევრი კრიტერიუმით.

მაგრამ, როგორც კი პოლიტიკური ნარატივი შემოდის, რა თქმა უნდა, მაშინვე ვისმენთ სიცრუეს, მუქარას. ბევრჯერ გვითქვამს, რომ არჩევანი, რომელიც ქართველმა ხალხმა გააკეთა ეს ევროპული ბიუროკრატია არ არის. ჩვენ ვსაუბრობთ ევროპულ მომავალზე, თუმცა ევროპა და ევროპულობა გვინდა საქართველოში, ევროპული კანონებით ცხოვრება და არა ევროპული ბიუროკრატია, რასაც ჩვენ ბოლო წლების განმავლობაში ვხედავთ, რომელიც მძიმე მდგომარეობაშია. მათ მიერ გაკეთებული განცხადებები მხოლოდ და მხოლოდ სიცრუეა, ბოროტებისა და ძალადობრივი ჯგუფების წახალისება და ჩვენ ასეთი ევროპა არ აგვირჩევია.
გვჭირდება სამართლიანობა და სამართლიანი დამოკიდებულება, ქვეყნისა და ქართველი ხალხის პატივისცემა“,- განაცხადა კახა კალაძემ.

ცნობისთის, ევროკავშირის გაფართოების ანგარიშის თანახმად, „საქართველომ სასწრაფოდ უნდა შეაბრუნოს დემოკრატიის მხრივ უკუსვლა, ყოვლისმომცველი და ხელშესახები ძალისხმევა გაიღოს, რათა მუშაობა დაიწყოს გამორჩეულ წუხილებზე და რეფორმებზე“. ანგარიშში ასევე საუბარია, რომ საქართველო სისტემატურად არ უჭერდა მხარს უკრაინის მხარდამჭერ საერთაშორისო ინიციატივებს.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “კორუფცია ყოველთვის იყო, არის და იქნება” – გიორგი გვარაკიძე
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას ხვალ?
  • “უკრაინელებმა რუსეთში, ფრონტის ხაზიდან 1200 კმ-ში, ორ ქარხანას დაარტყეს” – უკრაინის გენშტაბი

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge